Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საზაფხულოდ SilkTV-ის ვიდეოთეკა 200-ზე მეტი ფილმით განახლდა

28 ივნისი, 2016 14:44

Silk TV-ის მომხმარებელი დამატებითი სერვისით - ვიდეოთეკით VoD (Video on Demand) - რამდენიმე წელია სარგებლობს. ვიდეოთეკაში შესულია 400–მდე  ქართული და უცხოური კინო, დაყოფილია თემატურად და აქვს გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები, ასევე - საძიებო ველი, სადაც  სათაურით, ჟანრით ან მსახიობის მითითებით გამარტივებულია სასურველი ფილმის პოვნა.

საზაფხულოდ, ყოველკვირეულად SilkTV-ის ვიდეოთეკას სხვადასხვა ჟანრის ფილმები ემატება. მათ შორის, ისეთი საკულტო რეჟისორების კინოშედევრები, როგორებიცაა ალფრედ ჰიჩკოკი, ჯორჯ კიუკორი, ჩარლი ჩაპლინი, ანდრონ კანჩალოვსკი, ბერნარდო ბერტოლუჩი, რაინერ ვერნერ ფასბინდერი და სხვა.

კომპანია აგრძელებს მოლაპარაკებებს კინოსტუდიებსა და კინოგამქირავებლებთან საინტერესო, რეიტინგული ფილმების დასამატებლად.

Silk TV-ის ვიდეოთეკით სარგებლობისთვის აბონენტი იყენებს PIN კოდს. მისი მიღება SMS-ით, ან ცხელი ხაზის  2100 100 მეშვეობით ხდება. შერჩეულ კინოპროდუქციას  24 საათით იწერს მომხმარებელი და ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებლობა აქვს, მრავალჯერ, შეუზღუდავად ნახოს ფილმი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში პატარა მაყურებლებისთვის. გამოწერილი საბავშვო კატეგორიის ფილმები გაართობს და გაახალისებს მათ - „ლურჯი ფრინველი“, „სინდბადის მოგზაურობა“ და სხვა სათავგადასავლო თუ კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი.

SilkTV-ის კინოთეკა მეტად ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო მომხმარებლისთვის, კომპანიამ შექმნა პაკეტი „კინომანი“, რაც თვეში 5 ლარად ვიდეოთეკაში არსებული ფილმების შეუზღუდავად ყურების საშუალებას იძლევა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^