Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სესიაშვილი: ენმ ეცდება, საერთაშორისო ორგანიზაციებში ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გაატაროს

29 ივნისი, 2016 19:24

„ჩემთვის ცხადია, რომ გიგი წერეთელი ამ თანამდებობაზე პარტიის წარმომადგენელი იქნება, პიროვნებასთან შეიძლება არ მქონდეს იმდენი პრეტენზია“, - ასე აფასებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად გიგი წერეთლის დასახელებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

„ლიბერალთან“ საუბრისას სესიაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით თავისი ინტერესების გატარებას შეეცდება, ხოლო ქვეყნის ინტერესები მეორე ადგილზე გადაიწევს.

„ამის სამწუხარო მაგალითები გვაქვს, იმავე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საჯაროდ ვითომდა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უჭერდნენ მხარს, მაგრამ ამავდროულად დადიოდნენ თავიანთ პარტნიორ პარტიებთან და მათი ჩარევით ცდილობდნენ, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ამ ფონზე მე  „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა არ გამაჩნია, რომ საჭიროების შემთხვევაში არ გამოიყენებენ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩემთვის ცხადია, რომ გიგი წერეთელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, თუმცა პიროვნებასთან შეიძლება არ მქონდეს იმდენი პრეტენზია. ჩემი აზრით, რაც დათესეს, იმას იმკიან და ეს ჩვენი ბრალი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისა და ნებისმიერი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი მოვლენა”, - ასე გამოეხმაურა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენას გიგი წერეთელი. მისი კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.

„ეს არის უნიკალური ფორუმი, რომელიც იძლევა საშუალებას, იყო ფოკუსირებული არა მარტო შენი ქვეყნის პრობლემებზე, ეს პრობლემები კი საქართველოს, უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თვალსაზრისით, საკმაოდ ბევრი აქვს. ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს, ასევე გვაქვს დევნილების პრობლემა და ვართ ევროპული ინტეგრაციის აქტიურ ფაზაში. ყველაზე ნაკლებად ჩახედული ადამიანიც კი მიხვდება, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთი ინსტიტუტის პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენლის ყოფნას“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა,  გიგი წერეთელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარველაშვილმა გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარი დაუჭირა და განაცხადა, რომ „გიგი წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული“.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეისთვის ფასეული ფიგურა იქნება.

„უფრო მეტიც, წერეთელი გახდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელი იქნება. მისი არჩევა იქნება ძლიერი სიგნალი ქართველებისთვის, რომლებიც ისტორიულად,თავს ევროპელებად მიიჩნევენ“, - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

ცნობილია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე  გიგი წერეთლის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ უჭერს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს არ უჭერენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელენე ხოშტარია კანდიდატურის დაბლოკვას პარტიულ ინტერესებს უკავშირებს.

„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უნიკალური შანსი, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები უსაფრთხოების,  დევნილების უფლებებსა და დემოკრატიის საკითხებში“ - ამბობს ხოშტარია.

თავად გიგი წერეთელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არაკომპეტენტურს, პოლიტიკურად უმწიფარსა და მავნებლურს უწოდებს.

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორჯერ იყო არჩეული.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიური შეხვედრა თბილისში გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^