Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეთრი ხმაური: ტურისტის ყალბი Facebook-ანგარიშით ადამიანებს სწერენ, სად იყიდონ ნარკოტიკი

29 ივნისი, 2016 21:52

Facebook-ში უცხოელი მომხმარებლების ანგარიშით გვწერენ და გვთხოვენ, მივაწოდოთ ინფორმაცია, სად შეიძლება თბილისში ნარკოტიკების შეძენა, - ამის შესახებ „ლიბერალს“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტმა, დათო გუგეშაშვილმა უთხრა.

მისი თქმით, ანალოგიური ტექსტით, მსგავსი შინაარსის შეტყობინება მის რამდენიმე ნაცნობსაც მიუვიდა.

„მე მკითხეს, მისამართი ხომ არ ვიცოდი, სად შეიძლებოდა ნარკოტიკის ყიდვა. მათი თქმით, აპირებდნენ თბილისში ტურისტად ჩამოსვლას. თქვეს, რომ, რადგან თბილისში ნარკოტიკები ძნელად იშოვება, ამის გამო არ უნდოდათ ტურის გაუქმება. ამ შეტყობინების შემდეგ სხვამაც მომწერა და ცდილობდნენ, ლაპარაკში ავეყოლიებინე“, - ამბობს დათო გუგეშაშვილი.

როგორც იგი ჰყვება, ყველა ის ადამიანი, ვინც ანალოგიური შინაარსის წერილი მიიღო, კლუბში აქტიურად დადის. „ასევე მისწერეს დიჯეის, რომ თქვენ ამა და ამ დღეს უკრავთ კლუბში. თქვენი მოსმენა გვინდა, რომ ჩამოვიდეთ საქართველოში, ხომ არ იცით სად შეიძლება, ვიყიდოთ ნარკოტიკები“.

გუგეშაშვილი ამბობს, რომ მას ყალბი Facebook-ანგარიშიდან მისწერეს. „არც პოსტი ჰქონდა და არც არაფერი, მარტო ფოტოები იყო ნაუცბადევად დადებული. სულ სამი ასეთი სახელი ფიგურირებს. ერთი და იგივე ხელწერაა, აბზაცები დაცული, მისალმება ერთნაირი“,  - ამბობს დათო გუგეშაშვილი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ" „ლიბერალს" აღნიშნული შეტყობინებების „სქრინები" მიაწოდა.

გუგეშაშვილი ვარაუდობს, რომ ყალბი Facebook-ანგარიშების უკან შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას, რადგან, მისი თქმით, ზოგადად, არ არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომ ტურისტები ასეთ ტექსტებს წერდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.

„ზოგადად ასე არავინ არ ზის და მოქალაქეებს არ სწერს, სად შეიძლება, თბილისში ნარკოტიკი იყიდოს. ასე რომ, არავინ არ დაჯდება და არ მოგწერს ამას, თუ, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ არის“, - ამბობს გუგეშაშვილი.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი, კლუბის „მტკვარზე" წარმომადგენელი ქეთა გაბუნია „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ, მათი ინფორმაციით, ანალოგიური შინაარსის შეტყობინება 6-მა ადამიანმა მიიღო, მათ, ვინც ღამის კლუბებში აქტიურად დადის. მისი თქმითაც, „სცენარი ყველასთან ერთი და იგივეა. ერთი დღის შექმნილი Facebook-ის ანგარიშებიდან ადამიანებს სწერენ, რომ ჩამოდიან თბილისში და იქნებ რამე აყიდინონ".

მისი თქმით, ამ გზავნილების უკან შინაგან საქმეთა სამინისტრო დგას, რადგან არც ერთი ტურისტი ამ საკითხს Facebook-ის შეტყობინებით არ გაარკვევს.

„ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქტივიზმი, მათ შორის „თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაასაჯაროვა რამდენიმე ფაქტი. გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებიც აქამდე შიშის გამო ვერ ლაპარაკობდნენ და იყვნენ რეპრესიების მსხვერპლნი. ამ საკითხებზე ღიად ლაპარაკი კი ნამდვილად არ აწყობს შსს-ს, საზოგადოება ხედავს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს შეიძლება, შეეხოს. მითები „ნარკომანების" შესახებ კი იმსხვრევა. შესაბამისად, შსს ზეწოლის მექანიზმს კარგავს", - ამბობს ქეთა გაბუნია.

„ლიბერალი" ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ზედოზირების შემთხვევებზე ჩასაფრებული პოლიცია - ნალოქსონი კი რეცეპტით

მოქალაქე: პოლიციამ მაიძულა, ნარკოტიკის მოხმარებისას ბახუტაშვილის დაჭერაში დავხმარებოდი

2 გრ ექსტაზისთვის - 1 წლით პატიმრობა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი

0,00009 გრ. ნარკოტიკის აღმოჩენის გამო, ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია სასამართლოსთან

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^