Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ბურჯანაძე: უბლოკო სტატუსი უნდა გამოვაცხადოთ და უარი ვთქვათ NATO-ში გაწევრებაზე

30 ივნისი, 2016 17:17

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო" ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციის მეშვიდე თავს დაემატოს მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველო უბლოკო სტატუსს გამოაცხადებს, ანუ უარს იტყვის, ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, მათ შორის NATO-ში გაწევრებაზე. 

„საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი უცხო სახელმწიფოს ან სამხედრო ორგანიზაციის ჯარი. საქართველოში არ უნდა იყოს არც NATO-ს და არც რუსეთის ჯარი. როცა ვლაპარაკობ საქართველოზე, ვგულისხმობ ერთიან საქართველოს - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჩათვლით. ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერებს ამ ინიციატივების რეალიზებისთვის და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შემოხაზავს სამ ნომერს და მოგვცემს მანდატს ამ ინიციატივის განხორციელებისთვის" - ამბობს პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, ეს ინიციატივა განპირობებულია დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებით და უპირველესად საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

„ჩვენი სამშობლო არ შეიძლება დარჩეს კვლავ ორი სუპერსახელმწიფოს შორის დაპირისპირების პოლიგონად და ექსპერიმენტების ადგილად. არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ეწირებოდეს რომელიმე სახელმწიფოს ინტერესებს, რომელიმე ქვეყნის ინტერესებს, სადაც არ უნდა იყოს ეს ქვეყანა განლაგებული" - ამბობს ბურჯანაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^