Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პანორამა თბილისის” ლანდშაფტის ზონაში მშენებლობის წინააღმდეგ NGO-ებმა სარჩელი შეიტანეს

05 ივლისი, 2016 14:52

გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ისინი თბილისის გენერალური გეგმების იმ ნაწილების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც „პანორამა თბილისს“ ეხება. მათი თქმით, გენერალური გეგმის ეს ნაწილები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონის უგულებელყოფის შედეგად, თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულ, მასიურ განაშენიანებას უშვებს.

„პანორამა თბილისის“ განხორციელება არა ერთი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტის აზრით, მთლიანად ანადგურებს თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს, რაც ქალაქის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის შესახებ", - აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი თქმით, სარჩელის არგუმენტები ეფუძნება ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ მიერ განხორციელებულ სამართლებრივ კვლევას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ქალაქგეგმარების დარგში ქართული კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის ურთიერთმიმართება იმ მიზნით, რომ დაედგინათ, როგორ გახდა შესაძლებელი პროექტისათვის „პანორამა თბილისი” მშენებლობის ნებართვების გაცემა და ფართომასშტაბიანი მშენებლობის დაშვება მკაცრი დაცვის ისტორიულ ზონებში.

კვლევამ გამოავლინა:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 2009 წლიდან დღემდე უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დამდგენი დოკუმენტი.
  • 2009 და 2014 წლებში მიღებულ ქალაქ თბილისის არც ერთ გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ქალაქ თბილისისათვის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონის - ქ.თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა;
  • იმ ფაქტმა რომ ქ. თბილისის გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა, ქალაქის მუნიციპალიტეტს მისცა საშუალება, მშენებლობები დაეშვა განაშენიანებისათვის კანონით აკრძალულ ზონებში.
  • ისტორიული დაცვის ზოგადი ზონის გაუჩინარების შედეგად, გენერალურ გეგმებში ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ფუნქციური ზონები ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ხდებოდა ქალაქის მუნიციპალური ორგანოების ცვლის ობიექტი. დადგენილი ზონების უგულებელყოფით, ქალაქის მუნიციპალურმა ორგანოებმა მიიღეს დაცვის ზონისგან თავისუფალი ტერიტორიები, სადაც დასაშვები გახდა მასშტაბური მშენებლობები.
  • ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის შესაბამისი რეჟიმებით დადგენილი რეგულირების თავიდან აცილებითაა გაცემული მშენებლობის ნებართვები პროექტისათვის „პანორამა თბილისი”, - აცხადებენ არასამთავრობოები.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

ინიციატივა საჯარო სივრცისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

მწვანე ალტერნატივა;

აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო;

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები.

ისტორიული ლანდშაფტის დასაბრუნებლად - გამქრალი ზონა და სამართლებრივი ბრძოლის დასაწყისი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტ ...

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გ ...

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებ ...

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  პირველი პრემია: ლია ლიქოკელი მეორე პრე ...
^