Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ შშმ პირებისთვის პარკირებით სარგებლობის წესის ნაწილი დისკრიმინაციულად ცნო

12 ივლისი, 2016 11:45

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გააუქმა საკრებულოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლებიც საკუთრების ნიშნით დისკრიმინაციულად ზღუდავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობას. საკრებულოს დაევალა, რეგულაციები კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის რეგულაციით, რომელიც სასამართლომ ბათილად ცნო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პარკირების ადგილებით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შშმ პირებს, რომელთა მიმართაც გაიცა სპეციალური საცნობი ნიშანი და მას უნდა იყენებდნენ მხოლოდ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა. ამასთან, საცნობი ნიშანი შესაძლებელია, გაიცეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მხოლოდ განსაზღვრულ კატეგორიებზე (ადაპტირებული M2 ან/დაM3 კატეგორიები, რომლითაც ძირითადად დღის ცენტრების ბენეფიციარები გადაჰყავთ).  თბილისის გარდა, ასეთივე რეგულაციები მოქმედებს  რუსთავში, ბათუმში, ფოთში, გორში, ზუგდიდში, თელავსა და სხვა.

ამ წესის  გამო რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს.  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ და კობა ნადირაძემ ეს რეგულაცია სასამართლოში გაასაჩივრეს. მათი თქმით, ის ზღუდავს იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი განვითარების უფლებას, რომელთაც საკუთრებაში ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ჰყავთ.
 

პარკირების შეზღუდული შესაძლებლობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტ ...

პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. მას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. პრ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გ ...

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობას დატოვებს და სახელმწიფო უსაფრთხოებ ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებ ...

ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  პირველი პრემია: ლია ლიქოკელი მეორე პრე ...
^