Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

16 ივლისი, 2016 3:08

თურქეთში საქართველოს საელჩო და საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებენ. უწყება თურქეთში მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება საქართველოს მეზობელ და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამს, რომ ვითარება მშვიდობიანად დარეგულირდება. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებებისგან, დარჩნენ საცხოვრებელ სახლებში და თვალი მიადევნონ საინფორმაციო საშუალებებში მოვლენების მიმდინარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. სამინისტრო მოუწოდებს თურქეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე: +905336903040, +905418184400", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^