Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აჭარის ტელევიზია თურქეთის გენერალური კონსულის განცხადების სრულ ვერსიას აქვეყნებს

18 ივლისი, 2016 14:07

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აჭარის ტელევიზია ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის, იასინ თემიზქანის განცხადების სრულ ვერსიას აქვეყნებს. გენერალური კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა განაცხადა, რომ ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან.

კონსული მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სკოლა-ლიცეუმი, ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგის ქვეშ იმართება და ამავე იდეოლოგიით იზრდებიან. კონსულის ინფორმაციით, სკოლა, ტერორისტ ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. „ამ დროისთვის ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს", - აცხადებს ჯეჯელავა.

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად საქართველოში მოქმედმა სკოლებმა – რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სკოლა–ლიცეუმი „სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრება“ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში, განსაკუთრებით ერთ–ერთი სკოლის ხსენება ისეთ  კონტექსტში  როგორიცაა ტერორიზმი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^