Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვებს საქართველოში სხეულებრივი დასჯისგან კანონმდებლობა ვერ იცავს

22 ივლისი, 2016 19:22

“ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად განიციდიან სხვეულებრივი დასჯით გამოწვეულ ტკივილსა და ღირსების შელახვას, დასაცავად ვერ მიმართავენ სამართლებრივ და სხვა უფლებადაცვით მექანიზმებს. სხეულებრივი დასჯა დღესდღეობით საქართველოში ბავშვთა აღზრდის და დისციპლინის სწავლების ბუნებრივ ნაწილად ითვლება. ზრდასრულები მას აღზრდის ტრადიციულ მეთოდად მიიჩნევენ. ბავშვების წამორტყმა, ხელისკვრა, შეჯანჯღარება, იძულებით კვება და დასჯის სხვა ფორმები დანაშაულად არ განიხილება, შესაბამისად არც შედეგების რეაბილიტაცია ხდება. შედეგად აისახება ბავშვების როგორც ადამიანის უფლებების სუბიექტების უგულებელყოფასა და საზოგადოებაში ძალადობის კვლავწარმოებაში”, - ვკითხულობთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის ანგრიშში.

ანგარიში ხელისუფლებას ბავშვთა სხეულებრივი დასჯის პრობლემების რეგულირებასა და მისი მინიმალიზების რეკომენდაციებს სთავაზობს.

2013 წლის ნოებერში ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება თავდაპირველად ბავშვთა დაცვასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არ ეხებოდა. სამოქალაქო სექტორის ძალისხმევით, 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებაში ბავშვთა უფლებების შესახებ გაჩნდა პარაგრაფი. ასოცირების დღის წესრიგის მე-2 თავის 2.1. პარაგრაფის თემას წარმოადგენს - ძალადობის ყველა ფორმისგან ბავშვების დასაცავად შესაბამის ზომებზე ყურადღების გამახვილება.

კვლევის ავტორთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელის თანახმადაც აიკრძალა ბავშვთა აღზრდის ისეთი მეთოდი, რომელიც ბავშვს მიაყენებდა ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტკივილს, აღნიშული ჩანაწერი არასაკმარისია სხეულებრივი სასჯელის სრული აკრძალვისთვის.

კვლევის ავტორთა აზრით, სხეულებრივი დასჯის საკანონმდებლო აკრძალვა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ერთ-ერთ შესაძლებლობას ბავშვთა ძალადობის ყველა ფორმის მინიმალიზებისათვის.

“ვიდრე საქრთველოს კანონმდებლობა ამ მოვლენის იგნორირებით დასაშვებად მიიჩნევს სხეულებრივ დასჯას, ვერ განხორციელდება ბავშვების დაცვა სხვა უფრო მძიმე დანაშუალებისაგანაც”, - წერია ანგარიშში.

შესაბამისად კვლევის ავტორები მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებენ, შეიტანონ კანონში შესაბამისი ცვლილებები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^