Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძემ პრეზიდენტის განცხადება სექსისტური გამონათქვამით შეაფასა

25 ივლისი, 2016 18:37

„საქმე გვაქვს ჭორიკნობასთან, როდესაც ქალბატონები ჭორაობენ" -  ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცალკეულ პირებზე ზეწოლის შესახებ განცხადებები სექსისტური გამონათქვამით შეაფასა [შესწორება. 27.07.2016].

„ეს პოლიტიკური სპეკულაციები მგონია, რადგან ბატონი პაპუაშვილი პროკურატურაში დღემდე არ მისულა." - თქვა კალაძემ. 

მისი თქმით, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობაა და მაღალი თანამდებობის პირებს ასეთი განცხადებები არ შეეფერებათ. 

გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის სასაცილო იყო ზეწოლის ამგვარი მცდელობა.

გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაუსახელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^