Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ერევანში ოპოზიციური მოძრაობის ორი შეიარაღებული წევრი დაჭრეს

26 ივლისი, 2016 13:52

ერევნის პოლიციის ცნობით, პოლიციის შენობაში გამაგრებული შეიარაღებული პირები პოლიციის მანქანით სამართალდამცავთა კორდონისაკენ გაემართნენ. როგორც სომხური მედია იტყობინება, პოლიციელებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.

მანქანამ მარცხნივ მოუხვია, რასაც სროლა მოჰყვა. ამის შემდეგ პოლიციელებმა მანქანის საბურავებს ესროლეს. შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რასაც პოლიციამ არ უპასუხა - წერს NEWS.am

მანქანაში იმყოფებოდა სამი ადამიანი. სროლის შედეგად ოპოზიციური მოძრაობის ორი შეიარაღებული წევრი ფეხში დაიჭრა. პოლიციამ სასწრაფო დახმარებას გამოუძახა.

დაჭრილია აშოტ პეტროსიანი და ოვანეს არუთინიანი. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უფრო ადრე ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა ალეკ ენიგომშიანმა განაცხადა, რომ ისინი ხელისუფლებას დროს დილის 9:00 საათამდე აძლევდნენ.

მითითებული დროისთვის ოპოზიციის მომხრეებს უნდა მიეტანათ საკვები პოლიციის შენობაში გამაგრებული აქტივისტებისათვის.

როგორც „ეხოკავკაზა“ იტყობინება, პოლიაციამ უარი განაცხადა შეიარაღებული მომხრეებისათვის საკვების მიწოდებაზე და ოპოზიციური პარლამენტის დეპუტატს არ მისცა უფლება აქტივისტებისათვის საკვები გადაეცა.

ამ დროისათვის დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფება პოლიციის შენობასთან შეიარაღებული მომხრებისათვის საკვების გადაცემის სურვილით, თუმცა პოლიცია მათ ამის ნებას არ აძლევს.

უკვე რამდენიმე დღეა პოლიციის შენობაში გამაგრებული აქტივისტები საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^