Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"აუდიტორია 115" სტუდენტური თვითმმართველობის გასაუქმებლად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

26 ივლისი, 2016 17:52

სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115" "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის მიზნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. როგორც მოძრაობა საკუთარ facebook გვერდზე განმარტავს, დღეს, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა და დააკმაყოფილა სტუდენტური მოძრაობის წინადადება არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერის ინიციატივით კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. 

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უქმდება სტუდენტური თვითმმართველობა. ხოლო, სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტის მართვის პროცესში, უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ დაცული იყოს სტუდენტებსა და სტუდენტურ ჯგუფებს შორის თანასწორობის პრინციპი.

"დღეიდან, 45 დღის განმავლობაში, ჩვენ უნდა შევაგროვოთ 30 000 ხელმოწერა, რათა საქართველოს პარლამენტმა განიხილოს კანონპროექტი.ჩვენ გვქონდა არაერთი დეპუტატისგან შემოთავაზება, რომ თავად გაუკეთებდნენ კანონპროექტს ინიცირებას, მაგრამ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და ვარჩიეთ ხელმოწერების შეგროვება. გვინდა, კიდევ ერთხელ, ყველას დავანახოთ, თუ როგორი განწყობებია მოსახლეობაში და რამდენად ლეგიტიმურია ჩვენი მოთხოვნები",- ნათქვამია მოძრაობის მიერ გვრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^