Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მიერ კალაძის ღირებულებების ეჭვქვეშ დაყენება არაეთიკურია

26 ივლისი, 2016 20:09

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან კითხვების დასმა იმის შესახებ, თუ რა ღირებულებების მატარებელია „ქართული ოცნება" და კახი კალაძე, „რბილად რომ ვთქვათ, არაეთიკურია".

მისი თქმით, კახა კალაძე ის ადამიანია, რომელიც მარგველაშვილს არჩევნების დროს ყველგან დაჰყვებოდა და პრეზიდენტმა იცის, თუ რა ღირებულებების მატარებელია კალაძე. 

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი პრეზიდენტს მოუწოდა, პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი სცეს და „თავი შეიკავოს ჭორაობისგან". მისი თქმით, პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობს.

დღეს გამართლ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ გარკვეული დანაშაულების გამოუძიებლობით ინსტიტუტების დისკრედიტაცია ხდება. 

„ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ამ დრომდე კორცხელის ინსტიცდენტის გამოუძიებლობა. ჯერაც ვერ ვნახეთ ამ ინციდენტში მონაწილეებისადმი სათანადო სამართლებრივი რეაგირება, მეტიც, ეს ადამიანები პარტიულ თავყრილობაზე ვიცე-პრემიერ კალაძის გვერდით ისევ გამოჩნდნენ, რაზეც ქართული ოცნების შტაბის უფროსი აცხადებს, რომ ისინი არიან და იქნებიან ყველგან მის გვერდით" - თქვა მიშველაძემ. 

მისი თქმით, პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯანსაღი წინასაარჩევნო პროცესისთვის აუცილებელია კორცხელის ინციდენტზე სწორი სამართლებრივი რეაგირება.

„პრეზიდენტის აზრით უნდა გაეცეს პასუხი კითხვას - რა კავშირი აქვს ინციდენტთან ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს სწორედ იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელსაც ვიცე-პრემიერი ღია ეთერებში აკეთებს" - თქვა მიშველაძემ. 

მისი განმარტებით, პრეზიდენტმა იმიტომ კი არ ჩააყენა პრემიერი და შს მინსიტრი საქმის კურსში რომ დახმარებას ითხოვდა ამ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის საქმეზე, არამედ იმიტომ, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრემიერის გუნდში მისი გვერდის ავლით გარკვეული ძალები პოლიტიკური პროცესის სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობენ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^