Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სუს: საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მცხოვრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

26 ივლისი, 2016 21:22

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გორის რაიონის სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავება სცადეს.

სუს-ის განცხადებით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ამ უკანასკნელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ აღნიშნულ ფაქტს, რომელიც წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას საოკუპაციო ძალების მხრიდან და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ადგილზე. ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია მიწოდებული იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისათვის და ეს საკითხი იქნება ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრაზე ერგნეთში" - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^