Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალკოჰოლის პრობლემური მოხმარება - მოსახლეობის 1.6%-ს სპეციალისტის დახმარება სჭირდება

28 ივლისი, 2016 11:25

ალკოჰოლის პობლემური მოხმარების კუთხით, მოსახლეობის 1.6%-ს სჭრიდება სპეციალისტის დახმარება და/ან მიმართვა მკურნალობის ჩასატარებლად, - ამის შესახებ აღნიშნულია დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას" კვლევაში - „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში“.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ალკოჰოლის პობლემური მოხმარების განსასაზღვრად, ათი კითხვისგან შემდგარი „ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული აშლილობის განმსაზღვრელი ტესტი“ (AUDIT) გამოიყენეს,  რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა შემუშავებული.

AUDIT-ის ტესტის შედეგებით, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში აღინიშნა იმ რესპონდენტთა ყველაზე მაღალი წილი, რომლებიც სპეციალისტის კონსულტაციას (რისკის მესამე ზონა) ან ალკოჰოლზე დამოკიდებულების დიაგნოსტირებისათვის სპეციალისტთან მიმართვას საჭიროებენ (რისკის მეოთხე ზონა). ორივე რეგიონში რესპონდენტთა 4% მესამე ზონის ფარგლებში მოხვდა, ხოლო კახეთში რესპონდენტთა 4% მეოთხე ზონას მიეკუთვნებოდა. პოპულაციის შეწონვითი ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის 1.6%-ს (CI--95%, 1.1%-2.4%) ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში.

0-დან 7-მდე ქულა მიჩნეულ იქნა რისკის პირველ ზონად, რომლის დროსაც საჭირო არაა სამედიცინო ინტერვენცია და ალკოჰოლის შესახებ რესპონდენტის ინფორმირება საკმარისია. 8-დან 15-მდე ქულა -რისკის მეორე ზონა, რომლის დროსაც ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შესახებ პროფესიონალის რჩევებია რეკომენდებული; ხოლო 16-დან 19-მდე ქულა ფასდება, როგორც რისკის მესამე ზონა, რომლის დროსაც ადამიანი საჭიროებს ხანმოკლე ინტერვენციას და ხანგრძლივ მონიტორინგს. 20 ან მეტი ქულა- რისკის მეოთხე ზონა მიანიშნებს ალკოჰოლზე დამოკიდებულების დიაგნოსტიკური შეფასების საჭიროებაზე.

მათი განმარტებით, AUDIT-ის ქულების დაბალი ზღვარი უმნიშვნელოდ განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და დამოკიდებულია ქვეყანაში ალკოჰოლის მიღების ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურებებზე, და სტანდარტულ სასმელებში ალკოჰოლის შემადგენლობაზე.

აღნიშნული კვლევა დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

ავტორების თქმით, კვლევისთვის ორივე სქესის ზრდასრული მოსახლეობა რეპრეზენტატიული შერჩევის გზით (4 805 პირი 3 228 ოჯახიდან) შეისწავლეს. მონაცემები პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 18-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების გამოკითხვის გზით მოიპოვეს. ისინი შეირჩა მრავალსაფეხურიანი ალბათური შერჩევის მეთოდის გამოყენებით და მოიცვა როგორც
თბილისი, ასევე სხვა ქალაქები და სოფლები საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^