Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვლევა: საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ინტერნეტით ყიდულობენ

28 ივლისი, 2016 13:22

საქართველოში “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები” (აფნ) ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუსინჯავს რესპონდენტების 3.3%-ს, ანუ 69 მამაკაცს და ქალების 0.1%-ს (3 ქალი) - ეს მონაცემები დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას" კვლევაში - „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში“ მოხვდა.

აფნ მოიცავს მცენარეულ ნივთიერებებს ჰალუცინოგენის, სტიმულანტის ან სედატიური საშუალების ეფექტით, ექსტრაქტის, ფხვნილის, მშრალი ნივთიერების ან ტაბლეტების ფორმით.

საქართველოში აღნიშნული ნარკოტიკებს: “ბიოს”, “მოსაწევს”, სინთეტიკურ კანაფსა და ჰალუცინოგენს უწოდებენ, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით.

კვლევაში ასევე მოცემულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ რესპონდენტების დამოკიდებულება. მაგალითად, რესპონდენტებს შორის მხოლოდ ექვსმა ადამიანმა (მათ შორის ერთმა ქალმა) განაცხადა, რომ ინჰალანტი ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს გასინჯული (0.2%). გასული 12 თვის განმავლობაში ინჰალანტის მოხმარება არც ერთ რესპონდენტს უღიარებია. 

რაც შეეხება ექსტაზს, რესპონდენტთა 1.3% (სულ 28 რესპონდენტს, რომელთა შორისაც 1 ქალი იყო) ექსტაზი ერთხელ მაინც ჰქონდა მიღებული. თბილისში ცხოვრობს იმ მამაკაცთა ნახევარზე მეტი, რომელთაც ექსტაზი ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. მხოლოდ ორმა რესპონდენტმა
განაცხადა, რომ ექსტაზი მიღებული ჰქონდათ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, მათგან ერთს ექსტაზი ბოლო 30 დღის განმავლობაში ჰქონდა მიღებული.

სულ 21 რესპონდენტს, მათ შორის 19 მამაკაცს (0.9%) და 2 ქალს (0.1%) LSD ცხოვრებაში ოდესმე მოუხმარია. ამათგან 12 რესპონდენტი (მამაკაცები) თბილისის მცხოვრები იყო. ოთხმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ LSD გასული 12 თვის განმავლობაში მოიხმარა, ხოლო ბოლო ერთი თვეში LSD-ს მოხმარება მოხმარება არც ერთ რესპონდენტს უღიარებია.

კოკაინი ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიღებული ჰქონდა 33 მამაკაცს (1.6%) და 2 ქალს (0.1%). მათგან 2/3-ზე მეტი თბილისისა და ბათუმის მცხოვრებლები იყვნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კოკაინის მოხმარება არც ერთ რესპონდენტს უღიარებია.

ჰეროინის ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც მოხმარება 34-მა მამაკაცმა (1.6%) და ორმა ქალმა (0.1%) დაადასტურა. ერთმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ ჰეროინი გასული წლის განმავლობაში ჰქონდა მოხმარებული, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოხმარება არც ერთ რესპონდენტს უღიარებია. 

ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით რესპონდენტთა პასუხების სანდოობის შესამოწმებლად, არალეგალური ნივთიერებების ჩამონათვალში გამოგონილი ნარკოტიკი - ჰილარინი- შეიტანეს. მხოლოდ ორმა რესპონდენტმა განაცხადა, რომ მათ ჰილარინი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონდათ მიღებული. არც ერთ რესპონდენტს არ განუცხადებია ჰილარინის ბოლო 12 თვის ან 30 დღის განმავლობაში მოხმარების შესახებ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^