Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაპუაშვილი: შოთაძე პირად პასუხისმგებლობას იღებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება

28 ივლისი, 2016 18:51

მთავარი პროკურორი პირად პასუხისმგებლობას იღებს, რომ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ საქმის გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, - ამის შესახებ მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა. ჩვენ ღიად ვილაპარაკეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამოძიებას. ასევე იმას, თუ რასთან არის დაკავშირებული ჩვენი ეჭვი და კითხვები გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით. მისგან იყო საკმაოდ კონსტრუქციული მიდგომა, რომ ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. მეორე მხრივ, მოსამართლეებმა, რომლებმაც ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას, მათი ოჯახის წევრების ან ახლობლების მიმართ შურისძიების მხრივ საშიშროება არ იქნება. ჩვენ შევთანხმდით, რომ პიდად გვექნება კონტაქტი", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ბოლო პერიოდისა და დღეების განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, შანტაჟში, რომ მათ ახლო ნათესავებს დააკავებენ სხვადასხვა საბაბით", - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა გასულ კვირას საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლეებზე ასევე მიმდინარეობს ზეწოლა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროების მუქარით.

პაპუაშვილი ამბობს, რომ ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომელიც სასამართლოში ახლა  განიხილება.

„მიმართულია იქით, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - ამბობს პაპუაშვილი.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^