ხვალ თელავში ადრეული ქორწინების პრობლემაზე კახეთის რეგიონის (სოფელი ყარაჯალა) და პანკისის ხეობაში მოღვაწე მუსლიმური აღმსარებლობის სასულიერო პირები და თემის ლიდერები, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იმსჯელებენ.
მონაწილეები განიხილავენ ადრეული ქორწინების პრობლემასა და იმ მძიმე შედეგებს, რომელიც ამ საზიანო პრაქტიკას გოგონებისთვის მოაქვს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადრეული ქორწინების პრევენციის პროცესში რელიგიური ლიდერების ჩართულობის მნიშვნელობას.
შეხვედრა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „21-ე საუკუნე“ პარტნიორობით და ინტერრელიგიურ საბჭოსთან თანამშრომლობით გაიმართება.