Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საქართველოს ბანკი" უცხოელი სტუდენტების სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ

29 ივლისი, 2016 13:44

„საქართველოს ბანკი" ნიგერიელი სტუდენტების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე კომენტარს აკეთებს:

„საქართველოს ბანკი, მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და საუკეთესო საერთაშორისო საბანკო პრაქტიკით. მნიშნელოვანია, რომ ბანკი უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის სტუდენტური ბარათის გაცემისას ვალდებულია დაიცვას „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. რაც ნიშნავს, იმას, რომ ბანკი ვალდებულია აწარმოოს ინდეტიფიკაციის და ვიანობის გადამოწმების მონიტორინგის პროცესი. საქართველოს ბანკმა, არარეზიდენტი სტუდენტებისთვის, ტრანსპორტში მგზავრობის მიზნით, შეიმუშავა ახალი პროდუქტი. ყველა არარეზიდენტ სტუდენტს, საშუალება აქვს აიღოს სტუდენტური ბარათით, მხოლოდ ტრანსპორტში სარგებლობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი, ემორჩილება ეროვნული ბანკის და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაწესებულ რეგულაციას, "- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა" რასობრივ ჯგუფებში ჩატარებული კვლევისას კომერციული ბანკის მხრიდან ნიგერიის მოქალაქეების სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი გამოავლინა.

2016 წლის აპრილში TDI-ის  ნიგერიის მოქალაქე სოლომონ ადებაიო ოკელეიმ მის წინააღმდეგ განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მიმართა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკელეისა და სხვა სტუდენტებთან გასაუბრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ სს „საქართველოს ბანკი” საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეებს უზღუდავს უფლებას, ისარგებლონ საბანკო და სამგზავრო ბარათებით. ამის გამო ნიგერიის მოქალაქეები ვერ განკარგავენ საკუთარ ფულად სახსრებს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, ექმნებათ გადაადგილების პრობლემა და ეზღუდებათ კანონით გარანტირებული სხვა უფლებები.

მაგალითად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების თანახმად, თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებზე სამგზავრო შეღავათები ვრცელდება. შესაბამისად, სტუდენტები, რომლებსაც არ აქვთ საბანკო ანგარიში და მასზე მიბმული „სტუდენტური ბარათი”, კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათებით ვერ ისარგებლებენ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოკელეიმ „საქართველოს ბანკში” 2016 წლის თებერვალში რამდენჯერმე სცადა ანგარიშის გახსნა, თუმცა ბანკმა მას მომსახურების გაწევისთვის რეკომენდაციის წარდგენა აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის ან/და ევროკავშირის საბანკო დაწესებულებიდან მოსთხოვა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ოკელეისთვის შეუძლებელი იყო, რადგან მას არ ჰქონდა არანაირი კავშირი ჩამოთვლილი ქვეყნების კომერციულ ბანკებთან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^