Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: ფსიქოტროპული წამლის ურეცეპტოდ გაცემისთვის პასუხისმგებლობა ფარმაცევტს დაეკისრება

01 აგვისტო, 2016 13:45

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რამდენიმე აფთიაქი განაგრძობს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას, მათ შორის ისეთი მედიკამენტების, რომელიც შეტანილია ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში, რომელთა ურეცეპტოდ გაცემაც არ შეიძლება. 

დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს დოკუმენტს, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა და რომლის მიზანიც მოსახლეობაზე საფრთხის შემცირებაა. 

„გამოიკვეთა აფთიაქები, რომელთაც არ სურთ კანონის დაცვა. შესაბამისად, მოვამზადეთ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და უახლოეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ ამ  რეგულაციას. ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილებები. არსებული კანონი მოითხოვს, ფსიქოტროპული მედიკამენტები გასცეს მხოლოდ სპეციალისტმა ფარმაცევტმა, რასაც რიგ შემთხვევაში არ იცავენ და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისა, ზემოქმედების სხვა მექანიზმი არ არის. ამ ცვლილებით, ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და კანონის დარღვევის შემთხვევაში ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^