Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

3000 ლარი სკოლებს თავისუფალი გაკვეთილებისთვის - ჯეჯელავას ახალი ინიციატივა

04 აგვისტო, 2016 17:16

განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, სამინისტრო შემოდგომიდან ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ მან „ლიბერალთან" ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, სკოლებისთვის თავისუფალი გაკვეთილების ჩასატარებალად მცირე გრანტების გაცემა იგეგმება. პროექტის დაწყებისთანავე პედაგოგებს მიეცემა შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში “თავისუფალი გაკვეთილების” ჩატარების შესახებ სამინისტროში შეიტანონ საგრანტო განაცხადი და მიიღონ დაფინანსება, რომელიც მინისტრის თქმით 3000 ლარით იქნება განსაზღვრული. კონკურსში  გამარჯვების შემთხვევაში 3000 ლარიდან 1000 ლარს სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს, 1000 ლარს - პედაგოგი, 1000 ლარი კი პროექტისთვის საჭირო ხარჯებს დაფარავს. ჯეჯელავას თქმით, შეიქმნება კომისია, რომელიც საკონკურსო განცხადებებს განიხილავს. კომისია მხოლოდ სამინისტროს წარმომადგენლებით არ იქნება დაკომპლექტებული.

“ჩვენ ვაპირებთ, გავაკეთოთ მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებისთვის იქნება გამიზნული. თავისუფალ გაკვეთილს ბავშვი სურვილის მიხედვით დაესწრება. მოსწავლეები არ ისხდებიან ფორმალურად, არ დაიწერება ნიშნები, არ მიეცემა საშინაო დავალებებიც. წახალისდება ტექნოლოგიების გამოყენება, თამაში და ა.შ. მასწავლებელი ამა თუ იმ საგანში თავისუფალი გაკვეთილის ჩასატარებლად შემოიტანს საგრანტო განაცხადს, გაწერს აქტივობებს და მოითხოვს დაფინანსებას. შეიქმნება კომისია, რომელიც იქნება გამჭირვალე და მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლებით არ დაკომპლექტდება. ეს კომისია გააკეთებს გრანტების ადმინისტრირებას. ის კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს 3000 ლარს და მასწავლებელი 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩაატარებს თავისუფალ გაკვეთილს.  როგორ ნაწილდება ეს 3000 ლარი? - პირველი 1000 ლარი მიდის სკოლის ადმინისტრაციასთან. ეს მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის მოტივაციის ასამაღლებლად - რომ რაც შეიძლება აქტიური მასწავლებლები ჰყავდეს. მეორე ათასი ლარი ულაპარაკოდ მიდის მასწავლებელთან, მესამე კი - ხარჯებზე. სამთვიანი გრანტის დასასრულ პედაგოგი დაწერს შემაჯამებელ ანგარიშს - რა გააკეთა. თუ საქმე შედეგიანად წარიმართა, გაუგრძელებენ და მეორე სამთვიან პორციას მისცემენ; თუ საქმემ სამჯერ წარმატებით ჩაიარა - გაიცემა ერთწლიანი გრანტი”, - ამბობს ჯეჯელავა.

ჯეჯელავას თქმით, ეს პროექტი ბავშვებს სკოლას შეაყვარებს და  მასწავლებლები თავისუფალ რეჟიმში სწავლებას გამოცდიან.

“მასწავლებლები მოსინჯავენ, როგორია თავისუფალი ფორმატი. დარწმუნებული ვარ აღმოაჩენენ, რომ გარეგნული წესებიდან გადახვევა სულაც არ არის საზიანო. მგონია, რომ ეს პრაქტიკა  ძირითად გაკვეთილებშიც გადაინაცვლებს. ამ შემოდგომაზე ვგეგმავთ პროექტის ამოქმედებას. როგორც კი ის მთავრობის სხდომაზე გავაჟღერეთ,  ყველამ მოიწონა. პირობა მივიღე პრემიერისგან, რომ ამ პროგრამის დაფინანსება დროთა განმავლობაში გაიზრდება”, - ამბობს ჯეჯელავა, თუმცა დასძენს, რომ ჯერ უცნობია, რა დაუჯდება ბიუჯეტს მისი განხორციელება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^