Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: რეცეპტი ელექტრონულად გაიცემა, რაც შეცდომას გამორიცხავს

11 აგვისტო, 2016 14:21

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ელექტრონულ ფორმატზე გადავა, პროცესის პირველი ეტაპი კი ელექტრონული რეცეპტის სისტემის დანერგვაა. 

როგორც მინისტრმა განმარტა, რეცეპტი ელექტრონულად გამოიწერება და მასზე წვდომა ნებისმიერ აფთიაქს ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს რეცეპტის ხელით ტარება აღარ მოუწევთ. მისი თქმით, სისტემა დოზირებასა და მედიკამენტის შერჩევაში შეცდომას გამორიცხავს რადგან ხარისხის კონტროლის ძლიერი მექანიზმი დაინერგება.

„აფთიაქარს ეტყვის სახელს, გვარს, პირად ნომერს და მონაცემებზე სრული წვდომა ექნებათ" - თქვა მინისტრმა. 

მისი განმარტებით, სისტემის გამოცდა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ამ ეტაპზე სისტემა ნებაყოფლობითია, თუმცა, მინისტრის თქმით, სავარაუდოდ ,შემოდგომაზე, იგი ყველა აფთიაქისთვის სავალდებულო გახდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^