Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა „აუდიტორია 115-ზე“: ვისაც აქვს სურვილი, რომ სექტემბერში იხმაუროს, იხმაურებს

11 აგვისტო, 2016 18:01

მიმდინარე წლის 1 ივლისს განათლების სამინისტროში სტუდენტებთან შეხვედრა, რომელიც  უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებსაც ეხებოდა, „აუდიტორია 115-ის“ რამდენიმე წევრმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სამინისტრო რეალური ცვლილებებისთვის მზად არ არის, რომ მსგავსი შეხვედრები დროის გაწელვის მცდელობაა და რეალურ შედეგს არ მოიტანს.

სტუდენტებმა განაცხადეს, რომ სექტემბერში საპროტესტო აქციების განახლებას არ გამორიცხავენ და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებისთვის  30 000 ხელმოწერის შეგროვება დაიწყეს.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, უქმდება სტუდენტური თვითმმართველობა. “ხოლო, სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტის მართვის პროცესში უზრუნველყოფილი იქნება იმგვარად, რომ დაცული იყოს სტუდენტებსა და სტუდენტურ ჯგუფებს შორის თანასწორობის პრინციპი”.

სტუდენტების თქმით, სამინისტრო მზად არ აღმოჩნდა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონის" 45-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობას, გარდამავალ დებულებაში გადაეტანა, რაც მუხლის მოქმედებას შეწყვეტდა.

მინისტრის თქმით კი, სტუდენტებმა ბოლო მოლაპარაკებისას მოთხოვნები შეცვალეს.

“ლიბერალი” ალექსანდრე ჯეჯელავას სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებასა და, კერძოდ, „აუდიტორია 115-თან“ დაწყებული მოლაპარაკების შესახებ ესაუბრა.

“ჩვენ დაახლოებით 15 შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან და ეს შეხვედრები ყოველკვირეულად გრძელდება. ძალიან საინტერესოა, რომ როგორც კი შეთანხმებამდე მივედით, რომ დავაკმაყოფილებდით მათ მოთხოვნებს მათ შორის კანონთან მიმართებით, ერთი დიდი ნაწილი დასთანხმდა ამას, მცირე ნაწილმა კი შეცვლა მოთხოვნები, 45-ე მუხლიდან 43-ე მუხლზე გადავიდნენ. ბოლო შეხვედრაზე მათ ავუხსენი, რომ თუ ისინი ბოლო მომენტში შეცვლიდნენ მოთხოვნას, ეს პროცესის საბოტაჟი იქნებოდა. არ შეიძლება, რომ ერთ რამეს ითხოვდე, ბოლო მომენტში კი ცვლიდე ამ მოთხოვნას. მე მიხარია, რომ დიდი ნაწილი იმ ხალხისა, ვინც „აუდიტორია 115-ში“ იყო ჩართული, მუშაობს ჩვენთან ერთად და იმ პლატფორმის ნაწილია, რომელიც რეგულარულად მუშაობს. პროცესში ძალიან კომპეტენტური ხალხია ჩართული, ბევრი მათგანი სტუდენტების მოთხოვნით. სტუდენტური თვითმმართველობის თემაზეც მიდის მსჯელობა.  განიხილება კანონის თემაც, საერთო სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემებიც, ყველა ის თემა, რაც აქტუალურია. ნაწილი სტუდენტებისა, რომლის მიზანიც არის, რომ სექტემბერში იხმაურონ, მათი პოლიტიკური აფილირების გამო ან მათი რაღაც შეხედულებების გამო,ფლატფორმის დამფუძნებელი შეხვედრაზე დემონსტრაციულად ადგა და თქვა, რომ ემიჯნებიან პროცესს. იქ დამსწრე 80 სტუდენტიდან 3 ადგა.

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სტუდენტები პროცესს პოლიტიკური აფილიციის გამო გაემიჯნნენ?

არა, მე ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებს აქვთ მიზეზი, რომ სამუშაო რეჟიმში დარჩენას, ქუჩაში აქტივობა ამჯობინონ.

სტუდენტები ამბობენ, რომ მათ მთავარ მოთხოვნაზე პასუხი ვერ მიიღეს.

მათ შეცვალეს მოთხოვნები.

რა შეცვლეს კონკრეტულად?

დეტალები მათ ჰკითხეთ. 45-ე მუხლი შეცვალა 43-ე მუხლმა. ვისაც შეთანხმება უნდა, ის არ ცვლის მოთხოვნებს. ნებისმიერი შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობაა. ვისაც აქვს სურვილი, რომ სექტემბერში იხმაუროს, იხმაურებენ. სექტემბერი ხმაურიანი თვე იქნება, იმიტომ, რომ არჩევნების წინა თვეა და ყველა მიმართულებით იხმაურებენ. ნებისმიერ სტუდენტს, რომელიც მართლა ზრუნავს კანონისა და უმაღლესი მართვის სისტემის გაუმჯობესებაზე, ყველას კიდევ ერთხელ ვიწვევთ აქ სამუშაოდ. პრობლემები ცალმხრივი მოთხოვნებით არ წყდება. ერთი სტუდენტის გამო ვერ შევცვლით კანონს. ერთადერთ გამოსავალი ერთად დასხდომა და შეთანხმებაა. მიხარია, რომ ბევრი ადამიანი, ვინც ჩართული იყო „აუდიტორია 115-ში“, ახლა ამ მუშაობაშია ჩართული.

რას გეგმავთ 45- მუხლთან დაკავშირებით? გადავა თუ არა აღნიშნული მუხლი გარდამავალ დებულებაში?

შეიცვლება სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ მუხლი. მუხლი დარჩება, მაგრამ ფორმულირება შეიცვლება.

ფინანსებზე წვდომა, არჩევნებში მონაწილეობა იქნება თავისუფალი, პირდაპირი არჩევნების გზით.  „აუდიტორია 115-ის“ ნაწილს არ სურდა ამ პროცესის სამუშაო რეჟიმში გადასვლა. სექტემბერში ვეცდებით, რომ ისევ გავაგრძელოთ მუშაობა. ვინც მოვა, მოვა. მაგრამ ვისაც გაპროტესტება უნდა, ეს მათი არჩევანია.

ხმაურია დემოკრატიის ნაწილია. მე მას ნეგატიურად არ ვუყურებ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^