Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დირექტორი საკანში შემოგვივარდა, სახეში მაფურთხა და მაგინა" - წერილი საპატიმროდან

12 აგვისტო, 2016 19:18

„თუ ეს სიტუაცია კიდე გაგრძელდა, თავს არ ვიცოცხლებ და ჩემს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ, რადგან დუბინკით და ცოცხით ხელში კიდევ ერთხელ თანამშრომლების დანახვას ვერ გავუძლებ", - იურისტმა ნინო ბოლქვაძემ ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულის წერილის ფრაგმენტი Facebook-ზე გამოაქვეყნა. მსჯავრდებულის ადვოკატის თხოვნით, პატიმრის ვინაობას არ ვასახელებთ. ნინო ბოლქვაძის განცხადებით მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობას და აგრესიას ჰომოფობიური საფუძველი აქვს როგორც დაწესებულების თანამშრომლების, ასევე სხვა პატიმრების მხრიდან. პატიმრის წერილის ადრესატი უფლებადამცველი ლევან ჭელიძეა. „ლიბერალი" მსჯავრდებულის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„სალამი, ლევან, როგორ ხარ? მე - ძალიან ცუდად. გუშინ ღამით 3 საათისთვის, იმის გამო, რომ პატიმრებმა მომაყენეს შეურაცხყოფა, მე კი ეს გავაპროტესტე, რადგან თანამშრომლებმა რეაგირება არ მოახდინეს. ღამით დირექტორი შემოგვივარდა საკანში, სახეში მაფურთხა, აღუზრდელი მეძახა და მაგინა. შემდეგ კორპუსზე ფიზიკურად იძალადეს და კარცერში მომათავსეს. საშინელი მოპყრობა და პირობებია, საშინელი სიბინძურე და ათასი უბედურება. არ ვიცი, რა ხდება. ისიც კი არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი დღით მომათავსეს. ვარ შიდსით დაავადებული, ასევე მაქვს ეპილეფსია - ორივეზე ოფიციალური დიაგნოზი არის დასმული. ამის გარდა, ამჟამად „ბრიტვის" კოლექცია მაქვს გადაყლაპული, არ ვიცი, რა ვქნა, მეტს ვეღარ გავუძლებ.
დღეს, 3 აგვისტოს, გამოვაცხადე შიმშილობა. არ ვსვამ წყალსაც. ვაპროტესტებ ჩემს სამარტოო საკანში მოთავსებას, რადგან შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, პირიქით მთელი დღის განმავლობაში თანამშრომლები და პატიმრები მაგინებენ და ა.შ. 
თანამშრომლები დამემუქრნენ და მითხრეს, თუ მათ ბატონოთი არ მივმართავ, 2012 წელს მონაგონს გამიხდიან. ტ***ში მოტ****რე აკრობატი ხარ, მეტი სხვა არავინო და ა. შ. ამდენს ვეღარ გავუძლებ. ამ ყველაფერს გწერ და იმედია, მიიღებ შესაბამის ზომებს. ეს სიტუაცია თუ კიდე გაგრძელდა, თავს არ ვიცოცხლებ და ჩემს სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ, რადგან დუბინკით და ცოცხით ხელში კიდევ ერთხელ თანამშრომლების დანახვას ვერ გავუძლებ. დამეხმარე გთხოვ, მუხლდაჩოქილი გევედრები. მიშველე", - ვკითხულობთ წერილში.
N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 3 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის სახით სამარტოო საკანში 14 დღე უნდა გაატაროს.
„მსჯავრდებულმა მიიყენა თვითდაზიანება, გამოიწვია ხმაური, იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენების გაგრძელებით. ასევე ემუქრებოდა თანამშრომლებს, რომ მათაც მიაყენებდა დაზიანებებს და გადასდებდა აივ ინფექციას. ...ინსპეტქორ-კონტროლიორის კანონიერ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებულს შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება...პატიმარმა რეაგირება არ მოახდინა და გააგრძელა ყვირილი", - ვკითხულობთ განკარგულებაში.
მსჯავრდებულის ადვოკატმა უკვე მიმართა სასამართლოს, თუმცა სხდომის თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის. როგორც ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი ამბობს, მსჯავრდებულ გ-ს ფიზიკურად გაუსწორდნენ და იძულებით მიაცემინეს აღიარებითი ჩვენება, რომ მან თვითდაზიანება მიიღო და ხმაურობდა.  
„თეძოს არეში, ფეხზე და ხელზე დაზიანებები, ხელზე ნაჭდევები ჰქონდა. მიაცემინეს იძულებითი ჩვენება, რომ თითქოს ეს თვითდაზიანება იყო, მაგრამ თვითდაზიანება არ აქვს მიღებული. პირად საუბარში თქვა, რომ უკვე შიში აქვს, უარესი არ გაუკეთონ. ცოტა ადრე „ბრიტვები" გადაყლაპა, რადგან მისი სექსუალური ორიენტაციის გამო ყველა ამცირებს და ამ ზეწოლას ვერ უძლებს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, გამაყუჩებლები არ გაუკეთეს. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მისი ორიენტაციის გამო ხდება", - ამბობს ბაბუნაშვილი.
ლევან ჭელიძე ამბობს, რომ მსჯავრდებულის სამარტოო საკანში გადაყვანა უსაფუძვლო, განკარგულებასთან დართული მტკიცებულება კი - არასაკმარისია. 
„განკარგულება, რომელიც გამოიცა, ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენებას, და ეს მოწმეც ის პიროვნებაა, რომელმაც ოქმი შეადგინა. საკნები ერთმანეთის გვერდითაა. და როდესაც ციხეში ხმაურია, და წარმოუდგენელია, რომ სხვამ არ გაიგოს შენი ყვირილი. ამასთან დაკავშირებით დაწერილი მაქვს საჩივარი. იმ ადამიანის გარდა, არავინ არის დაკითხული, არცერთი თანამშრომელი, არც პატიმარი. ამ ადამიანის მიმართ აგრესია ძალიან ხშირია სწორედ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო, მას სწორედ ამის გამო ებრძვიან", - ამბობს ლევან ჭელიძე
ლევან ჭელიძე ამბობს, რომ სამარტოო საკანში ყოფნა გ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს. მსჯავრდებული აივ დადებითია და ეპილეფსიითაც არის დაავადებული.
„ის ეპილეფსიით არის დაავადებული და აივ შიდსით დაინფიცირებული, შიმშილობს და „ბრიტვის" მთელი კოლექცია აქვს გადაყლაპული. არავინ შემოჰყავთო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ ასეთი დაავადების მქონე ადამიანმა ციხე უნდა დატოვოს, მით უმეტეს, თუ ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს. გ. 10 იანვარს გამოდის. სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი მოხდილი აქვს. რასაკვირველია, უსამართლოდ აქვთ მიღებული განკარგულება, ორი კვირით ასეთი ჯანმრთელობის მქონე ადამიანის იქ მოთავსება ყოვლად დაუშვებელი და უსამართლოა", - ამბობს ჭელიძე
ადვოკატი ციცინო ბაბუნაშვილი ამბობს, რომ მსჯავრდებული საჭირო მედიკამენტებსაც ვერ იღებს.
„თვითონ ამბობს, რომ საჭირო წამლებს არ აწვდიან. სამარტოო საკანში მისი ყოფნა საერთოდ არ შეიძლება. ამას ითვალისწინებს კანონიც. შეიძლება გულყრა დაემართოს და იმ მომენტში ახლოს არავინ იყოს", - ამბობს ბაბუნაშვილი
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გ. სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულებას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. მან ერთხელ უკვე მიმართა სასამართლოს, რომელმაც დაადგინა, რომ ამა წლის 11 მაისს ჰომოსექსუალი მამაკაცი პატიმრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციას ჰქონდა ადგილი და ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებას დაავალა, რომ პატიმარი სამეურნეო ნაწილში აღედგინათ. სასჯელაღსრულებამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომა 16 აგვისტოს არის დანიშნული. ადვოკატი მის მიმართ გაზრდილ აგრესიას სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირებს. 
„მას სასამართლოში ერთი პროცესი მოგებული აქვს. სასჯელაღსრულებამ ეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი თქმით, მას აიძულებენ, სარჩელზე უარი თქვას", - ამბობს ციცინო ბაბუნაშვილი. 
სახალხო დამცველის აპარატში „ლიბერალს" განუცხადეს, რომ იმერეთის რაჭა-­ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს წარმომადგენელი მსჯავრდებულს შეხვდა და დეტალები დააზუსტა. საქმე წარმოების პროცესშია. 
„სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში დაცულ დოკუმენტაციას, სადაც აღნიშნულია მსჯავრდებულის სამარტოო საკანში გადაყვანის საფუძვლების შესახებ. ასევე, მიიღო განმარტებები თავად მსჯავრდებულისგან. საქმის წარმოება დასრულებული არ არის", - განაცხადეს სახალხო დამცველის აპარატში.
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი „ლიბერალს" განუცხადეს, რომ მსჯავრდებული სამარტოო საკანში სარეჟიმო წესების დარღვევის გამო გადაიყვანეს, სადაც მას თვითდაზიანების მცდელობა ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გ-ს მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ კი სამინისტროში განაცხადეს, რომ „მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია".  
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^