Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„უბლოკო სტატუსის" ინიციატივას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს

17 აგვისტო, 2016 17:58

დღეს გაიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც 15 აგვისტოს ჩაშლილი ბიუროს სხდომის ნაცვლად იყო დანიშნული. სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ბიურომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს საინიციატივო ჯგუფის (ნ.ბურჯანაძე, მ.აჩბა, ბ.ბაკურაძე, გ.ახვლედიანი, დ.ლორთქიფანიძე, ლ.ჩქარეული, გრ.ბარამიძე, ბ.დანელია, ბ.პეტრიაშვილი, თ.ზურაშვილი) განცხადება გადასცა რეგისტრაციისთვის. კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება.

კომიტეტს მსჯელობისთვის შვიდი დღის ვადა აქვს, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების შეგროვებისთვის 4 თვის ვადა მიეცემა. 

საინიციატივო ჯგუფს მზად აქვს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვით კონსტიტუციისათვის შემდეგი პუნქტის დამატებას მოითხოვენ: „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საქართველო არ გაწევრიანდება რომელიმე საერთაშორისო სამხედრო ბლოკში, ან ალიანსში. დაუშვებელია საქართველოს ტერიტორიაზე რომელიმე სამხედრო ბლოკის, ალიანსის, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს სამხედრო შენაერთის განთავსება. უბლოკო სტატუსი მოქმედებს 1991 წლის მდგომარეობით აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ საზღვრებში".     

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი 12 აგვისტოს გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში, კერძოდ, კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც წერია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა:

„დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის  ევროატლანტიკურ სისტემაში“.

დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მის ინიციატივას სხვა პარლამენტარებიც შეუერთდებიან. ამ იდეის საკანონმდებლო ინიციატივად ქცევას პარლამენტში 75 ხმა სჭირდება.უსუფაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს „ეროვნული ფორუმი“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა რომ ფრაქციის წევრებს დაურიგდათ სპეციალური ბლანკი და მათ ექნებათ გარკვეული ვადა, პოზიციის გამოსახატავად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^