Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ჩვენი ხელისუფლება და მთავრობა გვხოცავს" - აქცია თბილისის მერიასთან

18 აგვისტო, 2016 14:05

თბილისის მერიასთან "პარტიზანული მებაღეობა"აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თამაშრომლების გადადგომა და პასუხისგებაში მიცემაა.

იგივე მოთხოვნით ნატა ფერაძემ დღეს მერიასთან შიმშილობა დაიწყო. მისი განცხადებით მოთხოვნების შესრულებამდე ის თბილისის მერიასთან დარჩება და "ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს".

„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ  სრულიად ჯანსაღი იყო კედარი და ვერცხლისფერი ნაძვები. ამაზე არც ერთი ჩემი ნაცნობი სპეციალისტი არ მეკამათება. ეკოლოგიისაა და გამწვანების სამსახურის უფროსი, ნინო სულხანიშვილი, რომელსაც ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია და ხელს აწერს ამ ხეების მოჭრას აცხადებს, რომ ვერ იტყვის საღია თუ არა ეს ხეები. სანამ ხელს მოაწერდა მას არ შეუმოწმებია ეს ხეები, ენდო კონტრაქტორ კომპანიას." - ამბობს ნატა ფერაძე. 

დღეს სოციალურ  ქსელში ხეების ჭრის ამსახველი ვიდეო გაავრცელდა. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 45 ხეზე, რომელიც დაავადებული, ამორტიზებული და ზეხმელი იყო, მოჭრის ნებართვა გამწვანების სამსახურმა გასცა. 22 საღ ხეზე კომპანიას უარი ეთქვათ და 5-ზე კი გადარგვის ნებართვა გაიცა.

დღეს გამწვანების სამსახურის უფროსი ყაზბეგის ქუჩაზე იმყოფებოდა. ნინო სულხანიშვილმა ადგილის დათვალიერების შემდეგ “ლიბერალთან” საუბარში საღი ხეების მოჭრა არ დაადასტურა.

„ვიყავი ადგილზე, მაგრამ ზუსტად ვერაფერს ვიტყვით. რამდენად სწორად არის ეს ხეები მოჭრილი, ამას დავადგენთ. როგორც მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, არსებობს ეჭვი, რომ მოჭრილია საღი ხეები. ხშირია, როცა ხე შეიძლება ვიზუალურად იყოს მწვანე, მაგრამ იყოს დაავადებული, ზუსტად ვერ გეტყვით” - განუცხადა „ლიბერალს” ნინო სულხანიშვილმა.

„პარტიზანული მებაღეობის” ინფორმაციით კი, თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე 13 საღი ხეა მოჭრილი.

ყაზბეგის ქუჩაზე კომპანია „ორბი ჯგუფი" 1400-ნომრიან სასტუმროს აშენებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^