Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურა: ვიდეომასალის გავრცელების ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება

18 აგვისტო, 2016 11:51

პროკურატურა პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რამდენიმე დღის წინ „ქრონიკა +"-ის ვებგვერდის მეშვეობით პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრები დაუშტრიხავი ფორმით გავრცელდა. კადრებზე ასახული პირების იდენტიფიცირება ყველასთვის შესაძლებელი იყო. კადრები ასევე აიტვირთა და ფართოდ გავრცელდა YouTube-ზე. 

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ვიდეომასალის წარმომავლობისა და გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება ე.წ. „ციხის კადრების“ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელზედაც მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, პატიმართა მიმართ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 60 თანამშრომელი, მათგან სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 42 პირის მიმართ." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

გუშინ მოძრაობა „ეს შენ გეხება“  პატიმართა წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითებდა, რომ შესაბამისი უწყებებს კადრები ამ დრომდე არ დაუბლოკავთ და ის ხელმისაწვდოვდომია Youtube-ზე. 

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კადრების დროულად ამოღებასთან ერთად, დაიწყოს გამოძიება მათი მოპოვებისა და გავრცელების საკითხთან დაკავშირებით, ასევე დაიწყონ გამოძიება თუ გავრცელებული კადრები შეიცავს ინფორმაციას აქამდე უცნობი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების თაობაზე. 
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და თავიანთი მოქმედებებით ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების დაცვას.“ - ნათქვამია „ეს შენ გეხებას" განცხადებაში. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი გაზეთ „ქრონიკა+“-ის მიერ რამდენიმე ინტერნეტსივრცეში ეგრეთ წოდებული ციხის კადრების გავრცელების ფაქტს იმავე დღეს გამოეხმაურა და გამოცემას მოუწოდა, შეწყვიტოს პირების იდენტიფიცირება მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^