Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დემურ სტურუას მეგობარი:გოდერძი თევზაძე ჩემზე სისტემატურად ძალადობდა

18 აგვისტო, 2016 12:35

გუშინ პროკურატურამ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმეზე სტურუას მეგობარი ოლეგ თავაძე დაკითხა. ოლეგ თავაძის თქმით, გოდერძი თევზაძე, პოლიციელი, რომელსაც თვითმკვლელობამდე დატოვებულ წერილში გარდაცვლილი გოდერძი სტურუა ძალადობაში ადანაშაულებს, მასზეც ძალადობდა და ამას სისტემატური ხასიათი ჰქონდა.

„მარტო გოდერძი არ იყო. სამტრედიის პოლიციის განყოფილების ყველა თანამშრომელი ანალოგიურად იქცეოდა. ეს მათი სტილი იყო. გოდერძი თევზაძემ ხელი დამარტყა და მითხრა რო რასაც მეტყოდა ის უნდა გამეკეთებინა. მცემდა, მომიწოდებდა თანამშრომლობისკენ, რომ მეთქვა ვის ჰქონდა მარიხუანა დათესილი.“ - ამბობს თავაძე.

ოლეგ თავაძემ „რუსთავი 2-თან“ საუბარში ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი გაიხსენა. როცა გოდერძი თევზაძემ სოფელ იანეთის გადასახვევთან ქუთაისის პოლიციის თანამშრომლები დაახვედრა. მისივე თქმით, ერთ-ერთი თანაშმრომელი იყო პირი, რომელიც მას პატიმრობის დროს ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყოფდა.

„ისეთ ადამიანს ჩააბარა ჩემი თავი, რომელიც ყოველდღე მცემდა. რაღაც რო იყო დაკარგული სოფელში და არ იყო გახსნილი საქმე, მეუბნებოდა, მე გეტყვი, ვინც გააკეთა და შენ გაიმეორე სასამართლოზეო“ - ამბობს ოლეგ თავაძე.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

ორგანიზაცია EMC-ის ინფორმაციით, 2016 წლის 15 აგვისტოს ჩატარდა ოჯახის წევრების გამოკითხვა, ასევე დაიგეგმა სხვა აუცილებელი საგამოძიებო ღონისძიებები.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე EMC დემურ სტურუას ოჯახისა და დაზარალებულად ცნობილი დედის ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გამოძიებამ მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად უზრუნველყოს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა" შაბათს, 20 აგვისტოს სამტრედიაში აქციას გეგმავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, შაბათს, 20 აგვისტოს, 13 საათზე აქციის მონაწილეები თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, შეიკრიბებიან და შემდეგ სამტრედიაში გაემგზავრებიან, სადაც აქცია 17:00 საათზე პოლიციის შენობასთან დაიწყება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^