Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ბურჯანაძე: არ გამოვრიცხავ არჩევნებამდე რუსეთში განმეორებით ვიზიტს

18 აგვისტო, 2016 12:56

ნინო ბურჯანეძე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა.

ის არ გამორიცხავს არჩევნებამდე  რუსეთში განმეორებით ვიზიტს.

„მე ვიყავი მოსკოვში და შევხვდი ბატონ ნარიჟკინს, რომელიც გახლავთ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე და რომელიც იქნება რუსეთის მომავალი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე. 
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ჩვენს შორის შედგა ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული საუბარი. ამ შეხვედრით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთის უმაღლეს პირებთან პირდაპირი, უშუალო დიალოგი. 
გარწმუნებთ, რომ არჩევნების შემდგომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე დიალოგი გაიმართოს. მე შევხვდები რუსეთის ხელისუფლების მმართველ პირებს და ეს ჩვენ დაგვეხმარება, რუსულ-ქართული ურთიერთობები გადავიყვანოთ ახალ ჭრილში და დავიწყოთ იმ პრობლემების დარეგულირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა არჩევნებამდე მისი შეხვედრა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები. 
„თუ აუცილებელი გახდა არჩევნებამდე კიდევ შეხვედრის გამართვა, არ გამოვრიცხავ რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, თუმცა თვითმიზანი არც ერთი ვიზიტი და არც ერთი შეხვედრა არ გახლავთ“ -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე უფრო ვრცლად მოსკოვში ვიზიტის შესახებ პარტიის სათავო ოფისში 18 აგვისტოს 14:00-ზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^