Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია პროკურატურას ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს

18 აგვისტო, 2016 13:41

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, დღეს პროკურატურას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიმართავს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით ვგეგმავთ, მივმართოთ მთავარ პროკურატურას და მოვითხოვოთ გავრცელებული ფაქტების შესწავლა და გამოძიების დაწყება. ვინაიდან ეს ფაქტები შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. საუბარია იმაზე, რომ ეს ხეები, სავარაუდოდ, იყო საღი, ნებართვა კი დაავადებული ხეების მოჭრაზეა გაცემული. გამოსარკვევია, თვითონ დასკვნაა გაცემული არასწორად თუ სწორი დასკვნის საფუძველზე არასწორად მოიჭრა ხეები.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნონა ქურდოვანიძემ.

პროკურატურისთვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით საბუთების გაგზავნას მერიაც გეგმავს. დღეს ამის შესახებ „ლიბერალს“ გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა უთხრა.

 „ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვამზადებთ საბუთებს, გადავცემთ პროკურატურას და დაიწყებენ მოკვლევას. ვიზუალური დათვალიერებით შეიძლება იყოს მოჭრილი ისეთი ხეები, რომლებიც  საღია. უბრალოდ პროკურატურა დაადგენს, მოიჭრა თუ არა ის ხეები, რომლებზეც ნებართვა არ იყო გაცემული და ასევე მოიკვლევენ რამდენად სწორად არის დასკვნა გაცემული ხეების მდგომარეობის შესახებ. ჩვენ გვაქვს ეჭვი რომ მოიჭრა საღი ხეები, თუმცა დასაბუთებით მოკვლევამდე ვერაფერს გეტყვით.  ჩვენ გვაქს კედრებზე ეჭვი, სამი დიდი ხე და ერთი კედარი, რომელზეც ვფიქრობთ, რომ დაავადებული არ იყო.“ - განუცხადა „ლიბერალს“ ნინო სულხანაშვილმა. მისივე თქმით, პროკურატურას მერია დღეს მიმართავს.

ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრის გამო, მერიასთან გუშინ უვადო შიმშილობა დაიწყო ნატა ფერაძემ. ის გამწვანების სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომას და საქმის გამომოძიებას მოითხოვს. გუშინ ამავე მოთხოვნით პარტიზანულმა მებაღეობამ მერიასთან აქცია გამართა. მათივე ინფორმაციით, ნატა ფერაძე შიმშილობას აგრძელებს და აქცია დღესაც გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^