Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა" - აქცია კანცელარიასთან პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ

20 აგვისტო, 2016 13:31

მთავრობის კანცელარიასთან პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართა. „სახელმწიფომ მოკლა დემურ სტურუა" - ასე იკითხება ბანერი, რომელიც „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე დღეს მოქალაქეებმა გაშალეს. ისინი თბილისიდან სამტრედიაში მიემგზავრებიან, სადაც აქცია 18:00 საათზე უნდა განახლდეს პოლიციის შენობასთან.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

აქციაზე მოქალაქეებმა შემდეგი მოთხოვნები წამოაყენეს:

1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.

2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.

3.შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზეციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკებს შეისწავლის.

4.დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^