Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამტრედიაში პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა

20 აგვისტო, 2016 20:59

სამტრედიაში პოლიციის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი სოფრომაძე დააკავა. როგორც მისი მეგობარი ნოდო ეცადაშვილი „ლიბერალთან" ჰყვება, აქციის შემდეგ სოფრომაძე და რამდენიმე პირი ქუთაისში წასვლას აპირებდნენ, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ და გიორგი სოფრომაძე დააკავეს.

ვიდეო: „თეთრი ხმაურის მოძრაობა"

ნოდო ეცადაშვილის თქმით, როგორც მან მოსახლეობისგან შეიტყო, სოფრომაძის დაკავებაში სამტრედიის პოლიციის უფროსიც მონაწილებდა. ეცადაშვილის ინფორმაციით, მისი მეგობარი სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ეცადაშვილისთვის გაუგებარია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს სოფრომაძის დაკავება. მისი თქმით, მას პულივიზატორით მანქანები არ შეუღებავს, მაგრამ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. 

გიორგი სოფრომაძის დაკავების მიზეზის გასარკვევად „ლიბერალი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ელოდება. 

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინფორმაციით, სოფრომაძის უფლებების დასაცავად პოლიციის განყოფილებაში მათი იურისტი გურამ იმნაძე მივიდა, თუმცა პოლიციელები მას დაკავებულთან არ უშვებენ.

ამასთან, თვითმხილველთა თქმით, გიორგი სოფრომაძე სამტრედიის პოლიციის შენობიდან გამოიყვანეს, პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ქუთაისის სამმართველოში წაიყვანეს. 

სამტრედიაში, პოლციის შენობის წინ მოქალაქეებმა აქცია „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" გამართეს. მათი მოთხოვნები ასეთი იყო:

1. პასუხისმგებლობაში მიეცეს პოლიციელი გოდერძი თევზაძე და მისი მეწყვილე, რომლის ვინაობასაც პოლიცია ამ დრომდე ასაიდუმლოებს.

2.თანამდებობა დატოვოს სამტრედიის რაიონული პოლიციის უფროსმა.

3.შსს-ს მინისტრმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამონაწილეობით შექმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თბილისსა და რეგიონებში პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებისა და შანტაჟის პრაქტიკას შეისწავლის.

4.დაუყოვნებლივ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^