Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: კითხვები ჩნდება, ხომ არ აფარებენ ხელს სტურუას საქმეში შესაძლო კანონდამრღვევს

30 აგვისტო, 2016 13:42

ჩნდება კითხვები, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს სტურუას საქმეში სავარაუდო კანონდამრღვევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, აუცილებელია უახლოეს დღეებში ყველა ღონისძიება გატარდეს ბრალდებულის დასაკავებლად.

„აქედან გამომდინარე, ველი დაუყოვნებლივ ასეთი ნაბიჯების გადადგმას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებაში კიდევ უფრო გაღრმავდება რწმენა, რომ ვიღაცა ხელს უწყობს ამ დანაშაულის დაფარვას და ჩაფარცხვას. ასეთი მოლოდინი საზოგადოებაში გაჩნდა იმის გამო, რომ არ ხდებოდა რეაგირება. სამწუხაროდ, დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოხდა რეაგირება და ბრალის წაყენება, მაგრამ ახლა შემდგომი ნაბიჯებია საჭირო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, - განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ საქმის გამოძიება იქნება ლაკმუსის ქაღალდი.

„იმედს გამოვთქვამ, რომ სავარაუდო დამრღვევს არ დაუტოვებია საქართველოს საზღვრები. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, თუ რამდენად ეფექტურად ჩატარდება გამოძიება. არა მხოლოდ ბრალის წაყენებაა მთავარი, არამედ კონკრეტული შედეგი უნდა დადგეს. ეს საქმე არის მნიშვნელოვანი და პრეცედენტული, რადგან ეს საქმე ავლენს სისტემის ხარვეზს. საუბარია იმაზე, რომ ნარკოპოლიტიკა იმ ფორმებით, რაც საქართველოში არსებობს, არის მიუღებელი, მკაცრი, არაჰუმანური და ხელისუფლებამ მთლიანად უნდა შეცვალოს ეს პოლიტიკა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^