Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საფრანგეთი თურქეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს ცეცხლი ქურთების წინააღმდეგ სირიაში

30 აგვისტო, 2016 17:19

საფრანგეთმა მოუწოდა თურქეთს, რომ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ქურთების წინააღმდეგ  ჩრდილო სირიაში.

„თურქეთს აქვს არჩევანი, მას შეუძლია სამხედრო ძალები განათავსოს სირიაში და იბრძოლოს „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ და არა ქურთების, რომლებიც თავად დაუპირისპირდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძლებს.“ - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.

აშშ-მა ორშაბათს ასევე გააკეთა განცხადება და მოუწოდა თურქეთს შეწყვიტოს სამხედრო ინტერვენცია ჩრდილო სირიაში. აშშ-მა შეშფოთება გამოთქვა თურქეთის სამხედრო ინტერვენციით იმ ადგილებში, სადაც ISIS-ის მებრძოლები აღარ არიან და ასევე მოუწოდა თურქეთს, საერთო ძალებით იბრძოლონ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ.

ოფიციალური თურქეთის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი თურქეთის საზღვრთან, ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სამხედრო ოპერაციების განხორცილებაა, რის შედეგადაც  ქურთ აჯანყებულებს არ მიეცემა გაფართოებისა და გაძლიერების საშუალება.

თურქულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ჩრდილო სირიაში რამდენიმე ათეული ობიექტი დაბომბა.

წყარო: Reuters

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^