Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მინიტორინგს გაუწევს

31 აგვისტო, 2016 10:58

სახალხო დამცველი საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს მინიტორინგს გაუწევს. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველის აპარატის 8 რეგიონულ ოფისში რეაგირების 26 ჯგუფი იმუშავებს, დაინიშნება 8 სასამართლო მონიტორი და ამდენივე რეგიონული კოორდინატორი.

„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის ოფისები საარჩევნო პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, სადაც შესაძლოა იკვეთებოდეს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, იმუშავებენ სრული დატვირთვით, ცხელ ხაზზე, მედია საშუალებებით ან სხვა ნებისმიერი გზით მიღებული შეტყობინებისთანავე მოხდება რეაგირება, ადგილზე გადამოწმდება ინფორმაცია რეაგირების ჯგუფის მიერ და დაიწყება საქმის წარმოება.

ასევე, სასამართლო მონიტორები შეისწავლიან საჩივრების განხილვის პროცესს საოლქო საარჩევნო კომისიებში და სარჩელების განხილვის პროცესს სასამართლოებში. ხოლო,  არჩევნების დასრულების შემდგომ მომზადდება სპეციალური ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^