Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცესკომ პარტია „კვარაცხელია-სოციალისტები“ რეგისტრაციიდან მოხსნა

31 აგვისტო, 2016 13:26

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია „კვარაცხელია-სოციალისტები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა.

შესაბამისი განკარგულების თნახმად, პარტია საარჩევნო რეგისტრაციის გასავლელად ცესკოს თავმჯდომარეს სათანადო განცხადებით მიმართავს, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს მისი ხელმძღვანელი პირი.

„მიმდინარე წლის 29 აგვისტოს, ცესკოს მოთხოვნის საფუძველზე, ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 აგვისტოს N204320 გადაწყვეტილებით, განუხილველად იქნა დატოვებული პოლიტიკური გაერთიანების „ნეიტრალური საქართველო“ 2016 წლის 1 აგვისტოს განცხადება ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებით რეგისტრაციის თაობაზე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბატონი ვალერი კვარაცხელია არ წარმოადგენს პარტიის თავმჯდომარეს, რაც „2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2016 წლის 19 აგვისტოს N58/2016 დადგენილების მე-2 2 მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს პოლიტიკური გაერთიანების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს", - ვკითხულობთ განკარგულებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^