Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ნარმანია: ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციაზე წინადადება მისაღებია

31 აგვისტო, 2016 15:05

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით არასამთავროების წინანდადებები მისთვის მისაღებია. როგორც მან აღნიშნა, ამ სამსახურის რეორგანიზაცია დაწყებულია. 

„სამსახურის რეორგანიზაცია ჩვენ პრაქტიკულად უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე შეხვედრა გაიმართება ამ საკითხებზე. ეს გულისხმობს სამსახურის არა მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებებს, არამედ მოქმედ წესებში და რეგულაციებში ცვლილებების შეტანას, რათა ადმინისტრაციული პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდეს. სწორედ ამიტომ მივიღებ ნებისმიერ მოსაზრებას და წინადადებას. ჩემთვის საინტერესო და ყურადსაღები იყო გამწვანების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული დოკუმენტი. სამი პუნქტი იყო, სამივე ნაწილი მისაღებია და მათთან ერთად ვიმუშავებთ”, - განაცხადა ნარმანიამ. 

NGO-ებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების მოთხოვნაა, „დაუყოვნებლივ შეწყდეს თბილისის გამწვანების ბიუჯეტის რესურსების უყაირათო ხარჯვა „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც სათანადო დაგეგმვისა და ანალიზის გარეშე ხორციელდება - 2017 წლიდან თბილისის გამწვანებაზე გამოყოფილი თანხების განკარგვა მოხდეს მკაფიო პრიორიტეტების საფუძველზე, რომლებიც დაინტერესებულ მოქალაქეებთან და სამოქალაქო ორგანზიაციებთან საჯარო დისკუსიის და კონსულტაციის გზით განისაზღვრება.

თბილისის გამწვანების პოლიტიკის დაგეგმვისას პრიორიტეტი მიენიჭოს ქალაქში არსებული მრავალწლოვანი ხეების შენარჩუნებას, რადგანაც მათი ჩანაცვლება მეტად რთული პროცესი იქნება, რომელსაც ათწლეულები დაჭირდება -არსებული მრავალწლოვანი ხეების შენარჩუნების კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ა) ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენცია

ბ) მრავაწლოვანი ნარგავების დაცვა მუნიციპალური თუ კერძო სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს.

გ) არსებული მცენარეების მორწყვის უზრუნვეყოფა მცენარისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რეჟიმით -საქართველოს სანერგე მეურნეობებში ხე-მცენარეების დეფიციტია, ვინაიდან არაა ცნობილი რა მცენარეებს შეისყიდის მუნიცეპალიტეტი უახლოეს წლებში. 

ლანდშაფტის არქიტექტორებთან, დენდროლოგებთან შეთანხმებით შედგეს ქალაქში და შემოგარენში უახლოეს წლებში დასარგავი ხეების სახეობების და სტანდარტების სია, რომ სანერგე მეურნეობებმა შეძლონ ხე-მცენარეების გამოყვანა. რაც ხელს შეუწყობს სანერგე მეურნეობების აღორძინებას, გვექნება ადგილობრივი ხე-მცენარეები და დაიზოგება ბიუჯეტი -გამკაცრდეს ჯარიმები ხეების მოჭრასა და გარემოს დაბინძურებისთვის. ჯარიმიდან შესული თანხა მოხმარდეს გარემოს დაცვას", - წერია მათ მოთხოვნებში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^