Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტს „პანორამა თბილისისთვის“ სამუშაოები გრძელდება

31 აგვისტო, 2016 15:01

კოჯრის გზატკეცილზე, სადაც პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობა იგეგმება, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. „ლიბერალის“ კორესპონდენტმა ადგილზე მძიმე ტექნიკა გადაიღო.

როგორც „თანაინვესტირების ფონდში" აცხადებენ, რომელიც პროექტ „პანორამა თბილისს“ ახორციელებს, პროექტი გაცემული ნებართვების ფარგლებში მიმდინარეობს და ის გრძელდება პროექტის ეტაპების მიხედვით.

შეგასხენებთ, რომ 5 ივლისს გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ისინი თბილისის გენერალური გეგმების იმ ნაწილების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც „პანორამა თბილისს“ ეხება. მათი თქმით, გენერალური გეგმის ეს ნაწილები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონის უგულებელყოფის შედეგად, თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კანონით აკრძალულ, მასიურ განაშენიანებას უშვებს.

„პანორამა თბილისის“ განხორციელება არა ერთი ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტის აზრით, მთლიანად ანადგურებს თბილისის ისტორიულ ლანდშაფტს, რაც ქალაქის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს უმნიშვნელოვანესი ნაწილია, შესაბამისად, აღნიშნული პროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებასთან, ბუნებრივი და კულტურული გარემოთი სარგებლობის შესახებ", - აცხადებენ ორგანიზაციები.

მათი თქმით, სარჩელის არგუმენტები ეფუძნება ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ მიერ განხორციელებულ სამართლებრივ კვლევას. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ქალაქგეგმარების დარგში ქართული კანონმდებლობისა და შესაბამისი პრაქტიკის ურთიერთმიმართება იმ მიზნით, რომ დაედგინათ, როგორ გახდა შესაძლებელი პროექტისათვის „პანორამა თბილისი” მშენებლობის ნებართვების გაცემა და ფართომასშტაბიანი მშენებლობის დაშვება მკაცრი დაცვის ისტორიულ ზონებში.

კვლევამ გამოავლინა:

  • თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 2009 წლიდან დღემდე უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დამდგენი დოკუმენტი.
  • 2009 და 2014 წლებში მიღებულ ქალაქ თბილისის არც ერთ გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ქალაქ თბილისისათვის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონის - ქ.თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა;
  • იმ ფაქტმა რომ ქ. თბილისის გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა, ქალაქის მუნიციპალიტეტს მისცა საშუალება, მშენებლობები დაეშვა განაშენიანებისათვის კანონით აკრძალულ ზონებში.
  • ისტორიული დაცვის ზოგადი ზონის გაუჩინარების შედეგად, გენერალურ გეგმებში ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ფუნქციური ზონები ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ხდებოდა ქალაქის მუნიციპალური ორგანოების ცვლის ობიექტი. დადგენილი ზონების უგულებელყოფით, ქალაქის მუნიციპალურმა ორგანოებმა მიიღეს დაცვის ზონისგან თავისუფალი ტერიტორიები, სადაც დასაშვები გახდა მასშტაბური მშენებლობები.
  • ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის შესაბამისი რეჟიმებით დადგენილი რეგულირების თავიდან აცილებითაა გაცემული მშენებლობის ნებართვები პროექტისათვის „პანორამა თბილისი”, - აცხადებენ არასამთავრობოები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^