Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კოალიცია "ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" დაფუძნდა

05 სექტემბერი, 2016 15:47

ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. პრეზენტაცია დღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენებმა გამართეს.

"კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, "-ამბობენ კოალიციის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

კოალიცია სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს. დამფუძნებლებმა ერთობლივ დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი.  პრეზენტაციას სამთავრობო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დამფუძნებლები არიან: საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, მწვანე ალტერნატივა , საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საზოგადოება და ბანკები, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი, ხმა საქართველოდან. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^