Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე ოქრუაშვილზე: ზიდანი, რონალდო და რონალდინიოც ამბობდნენ, კალაძე ფეხს მიდებსო

07 სექტემბერი, 2016 17:26

ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე ანალოგიურ განცხადებებს, კალაძე ფეხს მიდებსო და ვფიქრობ უხერხულია ამ ადამიანების და ოქრუაშვილის შედარება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა. 

ვიცე-პრემიერმა ირაკლი ოქრუაშვილს არშემდგარი ადამიანი უწოდა.

„ოქრუაშვილისგან მოვისმინე გუშინ - კალაძემ ფეხი დამიდოო. ანალოგიურ განცხადებებს, მახსოვს როდესაც სპორტში ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი, ზიდანი, რონალდო, რონალდინიო აკეთებდნენ ხოლმე, კალაძე ფეხს მიდებსო და ახლა ვფიქრობ, უხერხულია ამ ადამიანების ერთმანეთთან შედარება. ოქრუაშვილი არშემდგარი ადამიანია და არაა საინტერესო, არც მისი აწმყო, არც წარსული და არც მომავალი”, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ის არ გეგმავდა, გამოეაშკარავებინა დოკუმენტი, რომელიც 2010 წლის 4 თებერვლითაა დათარიღებული და რომელსაც ქიბარ ხალვაში და ირაკლი ოქრუაშვილი აწერენ ხელს. ამ დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.

„არ ვაპირებდი ამის გამომზეურებას. გარკვეულმა გარემოებებმა იძულებული გამხადა. ეს პიროვნება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძეა, რომელიც 3 წელია, მებრძვის. 2013 წელს მე საერთოდ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას. ენერგეტიკაში მინდოდა ბიზნესის დაწყება, ქარის ტურბინების დამონტაჟება გორში. მივმართე წინადადებით და მისგან სრული იგნორირება მივიღე. ის ხელმძღვანელობდა 2014 წელს ჩემი საარჩევნო სუბიექტის გაუქმების პროცესს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში. ის ხელმძღვანელობდა ილია მეტრეველის გადაყენების პროცესს და იცოდა, რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მე სხვა გზა აღარ მრჩებოდა. მე კონსტრუქციული ვიყავი „ქართულ ოცნებასთან“ და მკაფიო გზავნილები მქონდა. არ ვაპირებდი ამ თამაშში შუაში ჩახტომას.“ - ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი და დასძენს, რომ არჩევნებამდე და უზენაესი სასამართლოს  გადაწყვეტილებამდე ამ დოკუმენტის გასაჯაროებას არ გეგმავდა.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^