Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მუსლიმები ბათუმში მეჩეთის ასაშენებლად ნებართვის მისაღებად ხელისუფლებას მიმართავენ

08 სექტემბერი, 2016 15:47

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მეჩეთის მშენებლობის მიზნით ჯგუფმა ნაკვეთი შეისყიდა, რითაც 8 თვის წინ დაწყებული სამუშაოს პირველი ეტაპი დასრულდა, მეორე ეტაპზე კი მშენებლობის ნებართვის მისაღებად სახელმწიფოსთვის მიმართვას იწყებს. 

საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელ ტარიელ ნაკაიძის თქმით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნის უგულებელყოფა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით მწვავედ აღიქმება, რადგან წლების განმავლობაში მუსლიმების მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 

„აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მუსლიმი თემი ასევე დღის წესრიგში ტოვებს 12000 მუსლიმის ხელწერით მოთხოვნას, სახელმწიფოს მიერ მიწის გადმოცემის თაობაზე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში მუსლიმი თემის მიმართ რელიგიის თავისუფლების შეზღუდვისა და ძალადობის არა ერთი შემთხვევა (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე, ადიგენი, ციხისძირი) დაფიქსირდა. ამრიგად მუსლიმი თემისთვის ბათუმში ახალი მეჩეთის საჭიროების უგულებელყოფა სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებულად მწვავედ აღიქმება. შესაბამისად, მიმდინარე პროცესის შემობრუნება მუსლიმი თემის საჭიროებებისა და უფლებების გათვალისწინებით და ახალი მეჩეთის მშენებლობის ისტორიული საკითხის მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, არსებითად შეცვლის ქართველი მუსლიმების თვით აღქმას და სახელმწიფო პოლიტიკის დინამიკას რელიგიური უმცირესობების მიმართ. ქართველი მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და მიგვაჩნია, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობა სეკულარული, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება" - ამბობს ტარიელ ნაკაიძე. 

ლოცვა ღია ცის ქვეშ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^