Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

YOUTUBE-ზე ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის შესაძლო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

14 სექტემბერი, 2016 12:30

სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდება.

გავრცელებულ მასალის მიხედვით, მათი საუბარი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებას ეხებოდა, როდესაც მან განაცხადა, რომ კოალიციის შექმნას არავისთან არ გამორიცხავს, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ და ბურჯანაძის პარტიისა.

როგორც საკუთარ FACEBOOK გვერდზე ნიკა გვარამია წერს, მან ღია ხაზზე სპეციალურად დარეკა, რადგან არაფერი არ ჰქონდა დასამალი.

„სამი დღე არ დაჭირდა სუს-ს“, - წერს გვარამია.

საარჩევნო ბლოკში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. ასევე არაფერს ამბობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^