Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანცელარიის წინ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ აქციაზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

15 სექტემბერი, 2016 22:06

კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები დემურ სტურუას სავარაუდო თვითმკვლელობიდან მე-40 დღეს შეიკრიბნენ და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს,  ბესო ხუციშვილმა თვითმკვლელობა სცადა.

„ფუჭი აქცია მგონია, იმიტომ რომ მაინც არაფერი ეშველება ამ ქვეყანას, ძაღლი როდის იყოს ძაღლის ტყავს ხევდეს, უბრალოდ ცხონებული ბიჭი შეიწირეს, ცემი შვილის ხელა იყო და ვერ გაუძლეს.
ჩემს საქმესთან დაკავშირებით ახალი არაფერია, ამასაც ისე ჩაფარცხავენ, როგორ ამ ცხონებული ბიჭის საქმე ჩაიფარცხა", - ამბობდა ხუციშვილი „ლიბერალთან" საუბარში თვითმკვლელობის მცდელობამდე.

ბესო ხუციშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ პოლიცია ტერორისა და დაშინების გზით აიძულებდა  მისი მეგობრის, ლაშა ბახუტაშვილის დაჭერის თანამონაწილე გამხდარიყო, ვარაუდობს, რომ მის საქმეს სამართლიანად არ გამოიძიებენ.

„ბესო გვესტუმრა სახლში. ტელევიზორში განცხადებები იყოო, რომ პოლიციელი არაფერ შუაში იყო იქო. ბიჭმა თავი მოიკლა და მაგ საქმეს ჩაფარცხავენო. როგორ გგონია, ჩემ საქმეს გამოიძიებენ ობიექტურადო? მეც დამიჭერენ, ლაშასაც და ყველასაცო, ამბობდა. ვუთხარი დღეს აქცია არის მეთქი, აუციებლად წამიყვანე, განცხადება მინდა გავაკეთოო, მითხრა. მე ციხეს ვერ ავიტანო, მითხრა. თავს მოვიკლავო. ძლიერ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვგრძნობო. ლაშას ეუბნებოდა, ორივეს დაგვიჭერენო" - უთხრა „ლიბერალს" ლაშა ბახუტაშვილის მეუღლემ. 

ინციდენტის შემდეგ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა, რომელსაც ხუციშვილი საავადმყოფოში გადაჰყავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^