
ინფრომაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევა ჩაატარა, რომელიც ეხება თბილისის საკრებულოს ბიუროკრატიას.
თბილისის საკრებულოში საშტატო თანამშრომელთა რაოდენობა 45%-ით გაზრდილია. პერიოდი 2011-2015 წლებს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, 2013 წლიდან გაორმაგებულია შრომის ანაზღაურების ფონდი. საკრებულოს წევრთა შრომის ანაზღაურება 2011 წელთან შედარებით 2015 წელს 331 ათას 300 ლარით არის გაზრდილი, საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურება 2 მილიონ 700 ათასი ლარით, 3 მილიონ 150 ათასი ლარით არის მომატებული უშტატო თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება.