Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected].COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მერია უსახლკაროებს შენობაში ელექტროენერგიის შეყვანას დაჰპირდა

19 სექტემბერი, 2016 13:46

თბილისის მერიასთან დღეს უსახლკაროები შეიკრიბნენ. აქციაზე ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტში - ყოფილი კარდიოლოგიურის შენობაში შეჭრილებს მერიისგან ელექტროენერგიის აღდგენაზე ნებართვის გაცემა უნდა მოეთხოვათ. მეხუთე წელია, უსახლკაროები ამ შენობაში ელექტროენერგიის გარეშე არიან. შენობაში დაახლოებით 70 ბავშვი ცხოვრობს. ელექტროენერგიის არარსებობასთან ერთად შენობაში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებია. 

ბოლო თვეების განმავლობაში უსახლკაროთა ეს ჯგუფი სახელმწიფოსგან, როგორც ქონების მესაკუთრისგან, შენობაში ელექტროენერგიის აღდგენაზე ნებართვის გაცემას მოითხოვს,ამასთან დაკავშირებით რამდენიმე აქცია და შეხვედრა გაიმართა ეკონომიკის სამინისტროშიც. უსახლკაროთა მოთხოვნის საპასუხოდ, ეკონომიკის სამინისტრომ შენობა გადასცა თბილისის მუნიციპალიტეტს, რომელიც დღეს ნებართვის გაცემაზეა პასუხისმგებელი. აქციაზე გაირკვა, რომ მათ მერიის ქონების მართვის დეპარტამენტიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ პრობლემაზე მუშაობას მერია ხვალვე დაიწყებს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ნინა ნოზაძე ამბობს, რომ თუ მერია პირობის შესრულებას არ დაიწყებს, უსახლკაროები ხვალიდან საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^