Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა რეალურად შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას

22 სექტემბერი, 2016 12:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

პრემიერმა ისაუბრა ეკონომიკის თავისუფლების მხრივ საქართველოში არსებულ  ვითარებაზე და სიამაყით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველო მე-5 ადგილზეა მსოფლიოში. ხაზგასმით თქვა, რომ საქართველო NATO-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყანაა, რომელსაც აკავშირებს ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა ალიანსთან.

პრემიერის თქმით, საქართველოს განვითარების დღის წესრიგი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და მათი თანასწორი უფლებებისთვისაა განკუთვნილი.
„ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა რეალურად შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ვახორციელებთ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
სამ კვირაში საქართველოში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით.
8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს“ - თქვა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^