Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგიაძე: რაც მალე შეჯერდებიან შეჩერების მექანიზმზე, მით მალე გადაწყდება ჩვენი საკითხიც

22 სექტემბერი, 2016 13:09

„რაც უფრო სწრაფად შეჯერდებიან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივებულ მექანიზმზე, მით მალე გადაწყდება ვიზალიბერალიზაციის საკითხიც“ - განუცხადა „ლიებრალს“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროკავშირის საბჭოში მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა განიხილონ.

„საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე უნდა შეიკრიბოს ტრილოგია (ევროპარლამენტის მომხსენებელი, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები). პროგრესი ნამდვილად არის, რადგან ამაზე სამსჯელოდ ტრილოგია უკვე ორჯერ შეიკრიბა. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა კომპრომისი არსებობს. ახლა გადამწყვეტ ფაზაში ვართ“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.

როგორც ის განმარტავს, COREPER (ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წამომადგენლების საბჭო) საქართველოს ვიზალიებრალიზაციის საკითხზე, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს იმსჯელებს.

რაც შეეხება ევროპარლამენტს, როგორც ცნობილია, პლენარული სხდომები ოქტომბერშია ჩანიშნული.

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის კორესპონდენტის ცნობით, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 13-14 ოქტომბრის სხდომაზე უნდა იმსჯელოს. რაც შეეხება ევროპარლამენტს, პლენარული სხდომა 3-6 და 24-27 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა უცნობია, რომელ სხდომაზე უყრიან კენჭს ამ საკითხს.

იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, საჭიროა როგორც ევროპარლამენტის, ასევე ევროკავშირის საბჭოს დადებითი შეფასება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^