Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI - ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვის მხრივ გამოწვევა კვლავ არსებობს

22 სექტემბერი, 2016 13:29

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ ქართული მედიის შესახებ დღეს ანგარიში წარადგინა. ანგარიშში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ქართული მედიაში არსებული ვითარებაა აღწერილი. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში აღინიშნა ჟურნალისტების შანტაჟისა და მათზე ზეწოლის ცალკეული ფაქტებიც, რომელთა ეფექტიანი გამოძიება ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების შრომითი უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანა კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ასევე ხაზგასმულია მნიშვნელოვანი ფინანსური გამოწვევები, რომლის წინაშეც რეგიონული მედია დგას. 
ანგარიშის ავტორთა თქმით, საქართველოში მედიაგარემოს  შეფასებისთვის საკვანძო საკითხად იქცა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელობის შესახებ დავა, რამაც არაერთი კითხვა გააჩინა პროცესის პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით.

„საანგარიშო პერიოდში ანტიდასავლური მედიასაშუალებების გააქტიურება შეიმჩნეოდა. ზოგ შემთხვევაში აღნიშნული მედიასაშუალებები გარკვეულ  დაფინანსებას საბიუჯეტო ორგანიზაციებისგან იღებდნენ - ნათქვამია ანგრაიშში. 

ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ  2012 წლიდან დღემდე ქართული მედიასივრცე უფრო პლურალისტური გახდა, რასაც სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში ცვლილებებიც მიუთითებს. ასევე ნათქვამია, რომ 2015 წელს მაუწყებელთა სარეკლამო შემოსავალმა მნიშვნელოვნად იკლო. თუმცა 2012  წლამდე პერიოდისგან განსხვავებით, სახელმწიფო არ ერევა სარეკლამო ბაზარში და ის ნაკლებად მონოპოლიზებულია. ორგანიზაცია დადებითად აფასებს  2015 წლის ზაფხულში  ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ფაქტს. 

ანგარიშში ცალკე ქვეთავი აქვს დათმობილი 4 წლის განმავლობაში მაღალრეიტინგული გადაცემების დახურვის ფაქტებს. 

„4 წლის განმავლობაში დაიხურა რამდენიმე მაღალრეიტინგული გადაცემა. ამის მიზეზი, გადაცემის წამყვანების ინფორმაციით, მთავრობას და მედიამფლობელებს შორის გარკვეული გარიგება ან მფლობელის პოლიტიკა დასახელდა.“ - ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^