Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვარეში გაფიცული მუშების სოლიდარობის ნიშნად, ხვალ თბილისში აქცია გაიმართება

22 სექტემბერი, 2016 18:17

პარასკევს, 23 სექტემბერს, 18:30 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან სოფელ ზვარეში გაფიცული მუშების სოლიდარობის ნიშნად აქცია გაიმართება. აქცია შპსჩინეთის რკინიგზის 23- ბიუროსმუშების და რკინიგზის ახალი პროფკავშირების ორგანიზებით ჩატარდება:

"100-მდე მუშა, რომელიც ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული, უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების არარსეობის გამო უარს აცხადებს სამუშაოს შესრულებაზე

მუშათა გაფიცვის პარალელურად, არსებული შრომითი დავის გადაჭრის მიზნით, 23- დღეა უშედეგოდ მიმდინარეობს მედიაციის პროცესი დასაქმებულებსა და საწარმოს შორის, რომლის არაეფექტურობამ მუშები გაფიცვამდე მიიყვანა

მუშების ძირითადი მოთხოვნებია: უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, წერილობითი ვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება, ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით, შვებულების გამოყენების უფლება, სპეცტანსაცმლითა და სხვა დამცავი საშუალებებით აღჭურვა, მძიმე და მავნე სამუშაოს შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი შვებულებით სარგებლობის უფლება, სადღესასწაულო დღეებში გაწეული შრომის სათანადო ანაზღაურება და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.

მივიჩნევთ, რომ ზვარეში დასაქმებული მუშების მძიმე სამუშაო პირობები არ არის კერძო შემთხვევა და ის შრომითი ექსპლუატაცია დაშვებული პრაქტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს, რაც გამოწვეულია სახელმწიფოს არაეფექტური შრომის პოლიტიკით, რომელიც სუსტი და გაუმართავი აღსრულებითი მექანიზმების პირობებში, ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს ჩაგვრისგან, ექსპლუატაციისგან და დამსაქმებელთა ძალაუფლებისგან

ზვარეში გაფიცული მუშების ბრძოლის მხარდაჭერა, უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პირობების მოპოვებისთვის, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა", - წერია ანონსში.

აქციას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, სტუდენტური გაერთიანდება და პროფესიული კავშირები შეუერთდება. მათ შორისაა: "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC); პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი; თვითორგანიზების ქსელი / Self-Organization Network; ქალთა მზერა / Women's Gaze; თბილისის სოლიდარობის ქსელი / Tbilisi Solidarity Network; ჰორიზონტი; აუდიტორია #115; მწვანე მუშტი • Green Fist Georgian Young Greens; ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი; Praxis / პრაქსისი; ურბან რეაქტორი / Urban Reactor; European.ge; თეთრი ხმაურის მოძრაობა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^