Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოტკოველი: საპატრიარქო ალბათ გააკეთებს განცხადებას მმკ-ს აქციაზე, მე ვერ შევაფასებ

23 სექტემბერი, 2016 13:28

პატრიარქის პრესმდივან მიქაელ ბოტკოველის თქმით, რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ 21 სექტემბერს ვატიკანის საელჩოსთან გამართულ „ლოცვით დგომის აქციის" საპატრიარქო ალბათ განცხადებით გამოეხმაურება. 

„ლიბერალთან" საუბარში ბოტკოველმა აღნიშნა, რომ იგი აქციას ვერ შეაფასებს. 

„არ გაუკეთებია [საპატრიარქოს] განცხადება? არ ვიცი, ვერ გეტყვით. ალბათ, განცხადება იქნება. მე ვერ გეტყვით, შეფასებას მე ვერ გავაკეთებ" - თქვა ბოტკოველმა. 

ვატიკანის საელჩოსთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა მრევლთან ერთად რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ „ლოცვითი დგომის აქცია“ გამართა. სასულიერო პირები და მოქალაქეები ვატიკანის საელჩოსთან შეიკრიბნენ და პროტესტი ლოცვით გამოხატეს.

განცხადებაში, რომელიც მათ გაავრცელეს, პაპი ერეტიკოსად და„მამათმავლობის მფარველად" არის მოხსენიებული.

„პაპის პიროვნული დამოკიდებულება მართმადიდებლებისდმი მისი სიტყვებიდანაც ჩანს, როდესაც იგი მართმადიდებლებს ოთხზე მავალ კატის კნუტებს ადარებს, რომელთაც ჯერ სიარული არ უსწავლიათ. იგი ქრისტიანებს მოუწოდებს, ბოდიში მოუხადონ სექსუალურ უმცირესობებს. აცხადებს, რომ აპირებს უცხოპლანეტელთა მონათვლას. ეს უცნაურიცაა და საშიშიც,"- ამბობენ „მართმადიდებელ მშობელთა კავშირში". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^